მაგელანის ღრუბლები
ირმის ნახტომი , როგორც წესი, სატელიტ გალაქტიკებს შთანთქავს. რატომ არის მაგელანის ღრუბლები გამონაკლისი?


მაგელანის ღრუბლები
ირმის ნახტომი , როგორც წესი, სატელიტ გალაქტიკებს შთანთქავს. რატომ არის მაგელანის ღრუბლები გამონაკლისი?
ირმის ნახტომის დიდი ზოლის მახლობლად განლაგებულია დიდი და პატარა მაგელანის ღრუბლები – სინათლის ორი გამჭვირვალე ნაგლეჯი. ასტრონომები ერთ დროს ვარაუდობდნენ, რომ ეს ღრუბლები, ირმის ნახტომის გრავიტაციის სფეროში შემავალი სხვა მცირე ზომის სატელიტი გალაქტიკების მსგავს მანძილზე მოძრაობდნენ ზემოხსენებული თანავარსკვლავედის გარშემო. თუმცა ახალი მტკიცებულება გვაფიქრებინებს, რომ პირიქით, მაგელანის ღრუბლები ბევრად ახლოსაა ჩვენს გალაქტიკასთან, რაც მეტად იშვიათი მოვლენაა. სატელიტი გალაქტიკებისგან განსხვავებით, სავარაუდოა, რომ ისინი წინათ შორეული გალაქტიკები იყვნენ, ცოტა ხნის წინ კი ჩვენს გალაქტიკას იმდენად მოუახლოვდნენ, რომ მის გრავიტაციულ ველში ჩაბმულები აღმოჩნდნენ. მაგელანის ღრუბლებისა და დედამიწის “გზების შეყრაზე” მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ეს ღრუბლები შეიცავენ საკმაო რაოდენობის აირს, რომლითაც ახალი ვარსკვლავების წარმოქმნაა შესაძლებელი.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სატელიტი გალაქტიკებისგან განსხვავებით, მაგელანის მცირე ღრუბელი სპორადულად კვლავ ქმნის ახალ ვარსკვლავებს, აქედან ზოგიერთი 100 მილიონი წლისაც კია. დიდ ღრუბელში კი ვარსკვლავების “დამამზადებელი” ნამდვილი საამქროა. იქ წითლად მოელვარე, თვალისმომჭრელი, კაშკაშა ადგილი – ტარანტულის ნისლეული, უზარმაზარი „ვარსკვლავთმჭედელი“ რეგიონია, რომელიც დედამიწიდან 160 000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული, მაგრამ საოცრად კაშკაშებს.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.