მაიას იმქვეყნიური საიდუმლოებანი
ძველ მაიას ხალხს სწამდა, რომ წვიმის ღმერთი ჩააქი მღვიმეებსა და წნოტებად წოდებულ ბუნებრივ ჭებში ბინადრობდა. არქეოლოგები კი, მათი წყალობით, ახალ ცოდნას იძენენ მაიას წინაპრების წმინდა ადგილების შესახებ


მაიას იმქვეყნიური საიდუმლოებანი
ძველ მაიას ხალხს სწამდა, რომ წვიმის ღმერთი ჩააქი მღვიმეებსა და წნოტებად წოდებულ ბუნებრივ ჭებში ბინადრობდა. არქეოლოგები კი, მათი წყალობით, ახალ ცოდნას იძენენ მაიას წინაპრების წმინდა ადგილების შესახებ
სტატიის ავტორი ალმა გიერმოპრიეტო არქეოლოგებთან: გიერმო დე ანდასა და არტურო მონტეროსთან ერთად ჰოლტუნის წნოტში ჩავიდა. ეს წნოტი ჩიჩენ-იცას განთქმული ცენტრალური პირამიდის – ელ კასტილიოს მთავარი კიბიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და ამ იდუმალი ქალაქის ურბანულ საზღვრებშია მოქცეული. დე ანდას სურდა გაეგო, ასრულებდა თუ არა ამ ბუნებრივი ჭის წყალი ძველი მაიას ხალხისათვის წმინდა მზის საათის ფუნქციას წელიწადში ორი დღის განმავლობაში: 23 მაისსა და 19 ივლისს, მაშინ, როცა მზე ზენიტს აღწევს. ამ დროს მზე ზუსტად ჭის თავზე მოექცევა ხოლმე, ისე, რომ პატარა ჩრდილსაც კი ვერსად იპოვით.
საინტერესოა, მოდიოდნენ თუ არა ქურუმები ამ წნოტთან ზენიტში მყოფი მზის სხივის დაცემის კუთხეზე დასაკვირვებლად? მოჰქონდათ თუ არა ადამიანებს გვალვების პერიოდში შესაწირი? იქნებ მართლაც სჯეროდათ, რომ მზისა და წყლის შეხვედრის ეს ადგილი სიცოცხლის მშობი იყო? ამ კითხვებზე ეძებდა პასუხებს ორი არქეოლოგი: ისინი სწავლობდნენ მაიას ხალხის ღმერთებს, მაიას წმინდა ქალაქსა და მათ უჩვეულოდ ზუსტ კალენდარს.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.