ვინ:
აზიაზე სპეციალიზებული ფოტოგრაფი აშშ-დან, რომელიც ასევე მოხალისე მეხანძრეა
სად:
აღმოსავლეთი იავა, ინდონეზია
რა:
Canon EOS-ი 70-200 მმ ლინზით და Kodachrome-ის ფირით
ამბავი:
გოგირდს შესამჩნევი მახასიათებლები აქვს: ლაყე კვერცხის სუნი, მკვეთრი ყვითელი ფერი. ალბათ, ნაკლებად ცნობილია მისი მოპოვების გზები და მრავალფეროვანი დანიშნულებით გამოყენება – კოსმეტიკურ საშუალებებში, ასაფეთქებლებში, ბატარეებში, სასუქებში. ინდონეზიაში ყოფნისას იამაშიტამ ვულკანი იჯენი მოინახულა, რომლის ნაპრალიდან გოგირდი მილებში მოედინება და გარეთ გამოსვლის შემდეგ მყარდება. გამონაბოლქვის ფონზე მუშები ახარისხებენ გოგირდის ბლოკებს და მძიმე ტვირთს კრატერის კედლებზე ეზიდებიან. „ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაო უნდა იყოს“, – ამბობს იამაშიტა.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.