
მაიმუნობა
პიზის უნივერსიტეტის მკვლევარმა, პრიმატოლოგმა ელიზაბეტა პალაჯიმ, ეს რაინის (გერმანია) ზოოპარკში დააფიქსირა
მაიმუნი მეორე მაიმუნს უყურებს და მისი სახის გამომეტყველებას იმეორებს. პიზის უნივერსიტეტის მკვლევარმა, პრიმატოლოგმა ელიზაბეტა პალაჯიმ, ეს რაინის (გერმანია) ზოოპარკში დააფიქსირა. პალაჯი იქ ეთიოპიის მთიანეთში დაახლოებით სამი მილიონი წლის განმავლობაში მოხეტიალე უძველეს სახეობას, გელადას სწავლობდა. მკვლევრისთვის ეს აღმოჩენა იყო. ადამიანი ინსტინქტურად აკეთებს იმას, რასაც ჰქვია გამომეტყველების სწრაფი მიბაძვა. გელადების შემთხვევა კი იმას ადასტურებდა, რომ მიმბაძველობა უძველესი წარსულიდან იღებს სათავეს. 13-20 კილოგრამიანი გელადები ბალახის მძოველი პრიმატების ერთადერთი შემორჩენილი სახეობაა.
„ეს ნასწავლი ქცევა არ არის, ამის გაკეთება ქცევის გამოხატვისადმი ადაპტირებული ტვინის გარეშე შეუძლებელია“, – ამბობს პალაჯი. იმიტაცია ემოციური კავშირის ერთ-ერთ ფორმადაა მიჩნეული.