
მამა თავის ნაშიერს ჟანგბადით ამარაგებს
ტალახში ბინადარი თევზების შესწავლა ადვილი არ არის. შესაბამისად, შლამის ხტუნიასებრთა სახეობის შესახებ ინფორმაცია მწირია
ზოგიერთი მათგანი გადმოკარკლულ თვალებს ტენიანობას იმით უნარჩუნებს, რომ ფოსოში ღრმად შეწევს და შემდეგ უცებ აგდებს; აქედან მოდის მათი გვარი Boleophthalmus, ანუ „გადმოგდებული თვალი“.
როდესაც ტროპიკულ, სანაპირო ზოლის მოქცევათშორის ზონებში შეწყვილების სეზონი დგება, მამრი ფარფლებს აქნევს და ხტის; ამით მდედრს თავს აწონებს. თუ მდედრი მოიხიბლება, მამრს მოფარებულ ადგილას მიჰყვება, თუმცა ენდოსკოპის და დიდი მოთმინების წყალობით, ნაგასაკის უნივერსიტეტის მეცნიერმა აცუში იშიმაცუმ და მისმა გუნდმა ხტუნიების რეპროდუქციული ციკლის გამოკვლევა შეძლეს.
მამრი სოროს თხრის ბუდის ფუნქციით, სადაც წყლით სავსე გუმბათოვანი სივრცეა, რომელშიც საჰაეროა დატოვებული. მდედრი კვერცხებს ჭერზე დებს, მამრი კი ანაყოფიერებს და შთამომავლობაზე ზრუნვას იწყებს. კვერცხებისთვის ჟანგბადის დონის შესანარჩუნებლად, მამრი ზედაპირზე ადის, ჰაერს ისუნთქავს, სოროში ბრუნდება და აფრქვევს. ენდოსკოპით გადაღებული ჩანაწერის ნახვის შემდეგ იშიმაცუს კოლეგამ, კარენ ლ. მ. მარტინმა დაასკვნა, რომ ჰაერის ბუშტის შესაქმნელად მამრს 100 ჩასუნთქვა მაინც სჭირდება.
მარტინის თქმით, როდესაც გამოჩეკის დრო ახლოვდება, მამრი სოროს ჰაერისგან დაცლას იწყებს, სოროში წყალი შედის და თავკომბალებიც იჩეკებიან. მარტინის თქმით, მამრი „მზრუნველი მამიკოა“.