მანათობელი სიცოცხლე
სტივენ ჰედოკი, მანათობელი ორგანიზმების ცნობილი ექსპერტი, მინის წკირით ეხება ცხოველს


მანათობელი სიცოცხლე
სტივენ ჰედოკი, მანათობელი ორგანიზმების ცნობილი ექსპერტი, მინის წკირით ეხება ცხოველს
საღამოს 10 საათია, ხომალდ „ვესტერნ-ფლაიერის“ პატარა, ბნელ ოთახში ვდგავარ. ის „მონტერეი-ბეი-აკვარიუმის კვლევითი ინსტიტუტის“ კუთვნილებაა. ჰაერი თბილია და დახუთული. იატაკი ქანაობს, რადგან ღია ოკეანეში ვართ, კალიფორნიის სანაპიროდან 80 კმ-ის დაშორებით. გულისრევის შეგრძნება მაქვს, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ. პატარა ლანგარზე ახალდაჭერილი ცხოველი დევს. ეს სავარცხლურაა – 5 სანტიმეტრის სიგრძის ზღვის არსება ჟელატინის გამჭვირვალე ზანზალაკს ჰგავს. შეხებისას სინათლეს გამოსცემს.
სტივენ ჰედოკი, მანათობელი ორგანიზმების ცნობილი ექსპერტი, მინის წკირით ეხება ცხოველს. ყველანი წინ ვიხრებით, ერთმანეთს ვეკვრით და ვცდილობთ დავინახოთ. ლანგარზე წამიერად ჩნდება სავარცხლურას ლანდი. მოცისფრო სინათლით შექმნილი გამოსახულება ბრუნავს და თანდათან იფანტება, თითქოს ცხოველი თვითონ დაიშალა.
საუცხოო სანახაობაა. სავარცხლურა ძალიან ღრმა წყალში ბინადრობს და სულ რამდენიმე ადამიანს თუ უნახავს.
სინათლის წარმოქმნის უნარი – ბიოლუმინესცენცია – ბანალურიცაა და ჯადოსნურიც. ჯადოსნურია მისი დამატყვევებლად მშვენიერი ციმციმის გამო. ბანალური კი იმიტომ, რომ…
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.