
მარსი კარლ სეიგანის წარმოსახვაში
პირველი ჩანახატისგან განსხვავებით, ილუსტრაციის საბოლოო ვარიანტი სეიგანმა მოიწონა
კარლ სეიგანი ბავშვობაში მარსზე ფიქრებმა შეიპყრო. მომავალი მეცნიერი და სამეცნიერო ფანტასტიკის ხარბი მკითხველი სულ ცისკენ იყურებოდა და საკუთარ თავს „იმ მოციმციმე წითელ პლანეტაზე“ ხედავდა. მისი წარმოდგენით, მარსელებს ადამიანის მსგავსი, ოღონდ ჭრელი სხეულები ჰქონდათ და თავის მოხსნა შეეძლოთ.
1965 წელს პირველმა მისიამ კი, რომელიც მარსს მიუახლოვდა, მხოლოდ ხელუხლებელი რელიეფის ფოტოები ჩამოიტანა. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ მარსი მკვდარ პლანეტად გამოაცხადა. სეიგანს ხელი არ ჩაუქნევია, 1967 წელს მან National Geographic-ისთვის დაწერა სტატია: არის თუ არა სიცოცხლე მარსზე? შემოგვთავაზა მარსის თეორიული ბინადრის ილუსტრაციაც. მარსელი მას სათნო, ვეგეტარიანელ არსებად წარმოედგინა, თვალების გარეშე, წითელი საცეცებით.
პირველი ჩანახატისგან განსხვავებით, ილუსტრაციის საბოლოო ვარიანტი სეიგანმა მოიწონა. მარსელის წვრილი კიდურები პლანეტის სუსტ გრავიტაციას შეეფერებოდა, შუშისებრი ჯავშანი კი ულტრაიისფერი სხივებისგან იცავდა. 1996 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მან მარსის მომავალ მკვლევრებს გზავნილი დაუტოვა: „რა მიზეზითაც არ უნდა იყოთ მარსზე, მიხარია, მანდ რომ ხართ. ნეტავ, მეც თქვენთან ვიყო“.