მარტო, მგლებთან
ავტორმა მთელი 30 საათი გაატარა არქტიკული მგლების ხროვასთან და ეს ტუნდრის ბინადარი მტაცებელი სრულიად ახლებურად დაინახა.


მარტო, მგლებთან
ავტორმა მთელი 30 საათი გაატარა არქტიკული მგლების ხროვასთან და ეს ტუნდრის ბინადარი მტაცებელი სრულიად ახლებურად დაინახა.
კანადის არქტიკულ რეგიონში მდებარე კუნძულ ელსმირზე, სადაც გადამღები ჯგუფი დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა. ლანდშაფტი ისეთი უკაცურია და ზამთარი ისეთი ცივი, რომ ადამიანები ამ ადგილს იშვიათად თუ სტუმრობენ. დასავლეთ სანაპიროზე მეტეოსადგური „ევრიკაა“, სადაც მთელი წლის განმავლობაში რვაკაციანი ჯგუფი მუშაობს. უახლოესი დასახლება (129 მცხოვრები) 400 კილომეტრით სამხრეთით მდებარე გრის-ფიორდია. უახლოეს მცენარემდე, რომელსაც შეიძლება ხე ვუწოდოთ, კიდევ 1600 კილომეტრია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ელსმირის ამ ნაწილში მგელი – სახეობა იგივეა, რაც რუხი მგელი (Canis lupus), რომელიც კლდოვანი მთების სისტემის ჩრდილოეთ ნაწილში, თითქმის მთელ კანადაში და მცირე პოპულაციებით ევროპასა და აზიაშიც გვხვდება, არასოდეს გამხდარა არც ნადირობის, არც ტერიტორიის ათვისების შედეგად გაძევების ან ფერმერების მიერ მოწამვლისა თუ მახეში გაბმის ობიექტი. ამ მგლებს ვერც მანქანა დაარტყამს; არც მერყევი კანონმდებლობა ეხება, რომელიც ერთ წელს იცავს, ხოლო მომდევნო წელს – საფრთხეში აგდებს მათ. ისიც უნდა ითქვას, რომ მათი შესწავლა სულ რამდენიმე მეცნიერს უცდია.
თუმცა ამ მგლებზე არც ის ითქმის, რომ ადამიანის უნახავები არიან. 1986 წლიდან მოყოლებული, ლეგენდარულმა ბიოლოგმა ელ. დევიდ მეჩმა აქ მათზე დაკვირვებაში 25 ზაფხული გაატარა. მგლებს ხშირად ნახულობს მეტეოსადგურის პერსონალიც, რომლის ცნობითაც სადგურის ტერიტორიაზე დიდი ხროვებიც გადაადგილდებიან ხოლმე. ჩემი მეგობრებისგან შემდგარი გადამღები ჯგუფიც ფაქტობრივად იმ ხროვის ნაწილი გამხდარიყო, რომლის გასაცნობადაც რამდენიმე კვირით ჩამოვედი და რომლის მოუსვენარ ხეტიალსაც კვადროციკლებით ავდევნებოდით.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.
სტატიის ავტორი ნილ შეი და ფოტოგრაფი რონან დონოვანი გადამღები ჯგუფის წევრები იყვნენ, რომელიც კუნძულ ელსმირის ბინადარი არქტიკული მგლების შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა.