ადამიანისგან შეწუხებულნი
ბექობის არწივი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის მიერ მოწყვლად სახეობად არის მიჩნეული. საქართველოში მათი რიცხვი განსაკუთრებით მცირეა. 2019 წელს საზოგადოებამ ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ 14 მობუდარი წყვილი დათვალა


ადამიანისგან შეწუხებულნი
ბექობის არწივი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის მიერ მოწყვლად სახეობად არის მიჩნეული. საქართველოში მათი რიცხვი განსაკუთრებით მცირეა. 2019 წელს საზოგადოებამ ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ 14 მობუდარი წყვილი დათვალა
ბექობის არწივი სახელად SABU 03 დაახლოებით ორი წლის იყო, როდესაც მოულოდნელად ფრენა შეწყვიტა. ჯერ კიდევ ბარტყობის პერიოდიდან მას ზურგზე GPS-გადამცემი ჰქონდა დამაგრებული და საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის „საბუკო“ მის გადაადგილებას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა. ორნითოლოგები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ეგონათ, SABU 03 ზრდასრულობის ასაკს ყველა დაბრკოლების მიუხედავად მიაღწევდა. როგორც კი გადამცემმა მოძრაობა შეწყვიტა, მეცნიერები არწივის მოსაძებნად კახეთში გაეშურნენ. SABU 03 მათ სოფელ ბოდბესთან ახლოს, ჭალებში, რამდენიმე დღის მკვდარი იპოვეს.
„საბუკოს“ კონსერვაციული კვლევების ოფიცერმა ზურაბ გურგენიძემ მკვდარი ბექობის არწივის ბარტყის პირველადი დათვალიერებისთანავე ეჭვი ბრაკონიერობაზე მიიტანა.

ფოტო: ვახო ხეთაგური

ფოტო: ვახო ხეთაგური
„საბუკომ“ SABU 03-ის სიკვდილის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს აცნობა, რის შემდეგაც აღნიშნულმა დაწესებულებამ მოკვლევა დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში პირველი, რაც გააკეთეს, რამდენიმე დღის მკვდარი არწივის გაკვეთა იყო. დასკვნაში წერია, რომ SABU 03 ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, რადგან მას ერთდროულად პნევმონია და გასტრიტი ჰქონდა. შესაბამისად, ბრაკონიერობის შემთხვევაზე გამოძიებაც აღარ დაწყებულა.
“ბექობის არწივი” (Aquila heliaca) ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ მოწყვლად (VU) სახეობადაა მიჩნეული. მისი პოპულაცია მსოფლიოში მცირეა და, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო იკლებს. BirdLife international-ის 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით სულ 2500-დან 10 000 ინდივიდამდეღაა დარჩენილი. მისი ძირითადი არეალი სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ და ცენტრალური აზია და კავკასიაა. ყველაზე დასავლეთით ავსტრიაში, აღმოსავლეთით კი – მონღოლეთსა და ჩინეთში გვხვდება.
საბუკო“ დარწმუნებული არ არის, რომ SABU 03 ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა: „როდესაც ეჭვი ბრაკონიერის მიერ ნასროლ ტყვიაზეა, პირველი, რასაც ნებისმიერ ქვეყანაში აკეთებენ, ფრინველისთვის რენტგენის გადაღებაა. თუმცა, ლაბორატორიაში მართვე გაკვეთეს და ყველანაირი მტკიცებულება იქვე გაქრა“, – ამბობს „საბუკოს“ დირექტორი ნათია ჯავახიშვილი.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.
რეჟისორი – გიორგი გაფრინდაშვილი (Omedia)
ავტორები – ნათია ხულუზაური, სოფო აფციაური
ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი
მონტაჟი – გიორგი გაფრინდაშვილი (Omedia)
მუსიკა – Nikitaka