მაშველი მებრძოლები
რეტეტი ჩრდილოეთ კენიის 394 000 ჰექტარ ტერიტორიაზე მდებარეობს. ის „ნამუნიაკის ველური ბუნების კონსერვაციის ტრასტის“ სახელითაა ცნობილი და სამბურუს ხალხის მშობლიური მიწაა


მაშველი მებრძოლები
რეტეტი ჩრდილოეთ კენიის 394 000 ჰექტარ ტერიტორიაზე მდებარეობს. ის „ნამუნიაკის ველური ბუნების კონსერვაციის ტრასტის“ სახელითაა ცნობილი და სამბურუს ხალხის მშობლიური მიწაა
სამბურუს ტომის ახალგაზრდა მებრძოლები სპილოს ხმას მიჰყვებიან და მდინარის განიერ კალაპოტამდე მიდიან, სადაც გასაჭირში ჩავარდნილ სპლიყვს პოულობენ; ქვიშასა და წყალში ნახევრად ჩაფლული, ხელით ამოთხრილ ჭაში გაჭედილა.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ეს ადამიანები ალბათ, სპილოს მაშინვე ამოათრევდნენ, რომ წყალი არ დაებინძურებინა და სასიკვდილოდ განწირულს იქვე დააგდებდნენ. მაგრამ ახლა მობილური ტელეფონით, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარე რეტეტის სპილოების ნაკრძალს და იცდიან.
რეტეტი ჩრდილოეთ კენიის 394 000 ჰექტარ ტერიტორიაზე მდებარეობს. ის „ნამუნიაკის ველური ბუნების კონსერვაციის ტრასტის“ სახელითაა ცნობილი და სამბურუს ხალხის მშობლიური მიწაა. ნამუნიაკის მხარდამჭერი და კონსულტანტია „Northern Rangelands Trust“-ი, ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც 33 თემთან თანამშრომლობს. სამბურუს გარდა, რეგიონში ცხოვრობენ ტურკანას, რენდილეს, ბორანას და სომალის ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ადრე ამ მიწისა და რესურსებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებს მართავდნენ. დღეს კი ერთობლივად ზრუნავენ მათი თემების გასაძლიერებლად და დაახლოებით, 6000 სპილოს დასაცავად.

მდინარის კალაპოტი, რომელსაც სამბურუს მამაკაცები მიადგნენ, მშრალი და მყარი ჩანს, მაგრამ წყალი იქვე, ზედაპირის ქვეშაა. სპილოები წყალს ყნოსვით აგნებენ, სამბურუს ხალხი კი სპილოების გადაფხეკილ ადგილებს ეძებს და იქ ვიწრო ჭებს თხრის, რომელიც ზოგჯერ 5 მეტრის სიღრმისაა. პერიოდულად ჭებს მწყურვალი სპილოებიც სტუმრობენ; ზოგჯერ მათ ფეხი უცდებათ და ჭაში ვარდებიან.
რეტეტის სამაშველო გუნდი მალე გამოჩნდა. მამაკაცები სწრაფად აფართოებენ ჭას, ორი ადამიანი ჩადის, სპილოს მუცელზე თოკს ახვევს და ქოშინით ექაჩება.
ახლა ლოდინია საჭირო, იმ იმედით, რომ ჯოგი წყლის დასალევად დაბრუნდება, მაგრამ 36 საათის შემდეგ ცხადი ხდება, რომ არავინ მოვა. ამიტომ საბნებში გახვეული სპილო მანქანით გადაჰყავთ ნაკრძალში.
რეტეტის სპილოების თავშესაფარი 2016 წელს ადგილობრივმა სამბურუელებმა დააარსეს. ორგანიზაციების: „Conservation International“-ის, “San Diego Zoo Global”-ისა და „Tusk UK“-ის დაფინანსებით. მის მხარდაჭერას აგრძელებს „Kenya Wildlife Service“-ი და „Northern Rangelands Trust“-ი .
პირველი გადარჩენილი სპილო, სახელად სუიანი, 25 სექტემბერს მიიღეს. მათი მიზანია, ველურ ბუნებას დაუბრუნონ მეურვეობის ქვეშ მყოფი ცხოველები.
ვეტერინარი ყველა ჭრილობას ანტიბიოტიკის შემცველი მალამოთი უმუშავებს. იქვე გადაწყდა, რომ პატარა მდედრს კინია, იმ ჭის სახელი, დაარქვან, რომელშიც ჩავარდა.
სრული ვერსია წაიკითხეთ აგვისტოს ნომერში.