
მცენარეთა საიდუმლო ცხოვრება
სანამ მცენარე ჯერ კიდევ ცოცხალია, მკვლევრებს მასში ფლუორესცენციური ცილები შეჰყავთ, შემდეგ ფორმალდეჰიდით ყინავენ და იკვლევენ
რა ცვლილებებს იწვევს ნემატოდა ან სოკო მცენარეში? არის თუ არა თვალსაჩინო ის ზიანი, რომელიც მათ შეიძლება მიაყენონ ფესვს, თესლს ან ყვავილს?
ამის გამოსარკვევად, იაპონელმა მკვლევრებმა უცნაურ მეთოდს მიმართეს. მცენარე გამჭვირვალედ აქციეს; ქიმიური ნივთიერებების დახმარებით, ისინი ამცირებენ ქლოროფილის (პიგმენტი, რომელიც მცენარეს მწვანე შეფერილობას აძლევს) დონეს. რამდენიმე დღის შემდეგ, მცენარე შუშასავით გამჭვირვალე ხდება, რაც მეცნიერებს მასში მიმდინარე პროცესებზე უჯრედულ დონეზე დაკვირვების საშუალებას აძლევს.
სანამ მცენარე ჯერ კიდევ ცოცხალია, მკვლევრებს მასში ფლუორესცენციური ცილები შეჰყავთ, შემდეგ ფორმალდეჰიდით ყინავენ და იკვლევენ.
ეს მეთოდი უკვე გამოიყენეს ბრინჯზე, თამბაქოზე, პომიდორზე, კიტრზე, ხავსსა და სხვა მცენარეებზე. „ყველა მკვლევარს შეუძლია მისი გამოყენება“, ამბობს პროექტის ხელმძღვანელი დაისუკე კურიჰარა, ნაგოიას უნივერსიტეტის ბიოლოგი, „საუკეთესო საშუალებაა, მცენარეში მიმდინარე პროცესებზე დასაკვირვებლად“.
სურათზე გამჭვირვალე არაბულაა გამოსახული. ფლუორესცენციური ცილების დახმარებით, ნათლად ჩანს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ სხვადასხვა სახის ცილები მცენარის ქსოვილთან.