მდინარის ქალაქში
უახლოეს დიდ ქალაქ ჩონცინში ბორნით გადასვლას 7 საათი სჭირდებოდა. ქალაქს ერთი ესკალატორი და ერთი ღამის კლუბი ჰქონდა და არც ერთი შუქნიშანი


მდინარის ქალაქში
უახლოეს დიდ ქალაქ ჩონცინში ბორნით გადასვლას 7 საათი სჭირდებოდა. ქალაქს ერთი ესკალატორი და ერთი ღამის კლუბი ჰქონდა და არც ერთი შუქნიშანი
დღეს ქალაქ ფულინში (ჩინეთი) ყველაზე უცნაური სანახაობა 34-მილიონდოლარიანი მუზეუმია, რომელიც მდინარე იანძეს ფსკერზეა განთავსებული. მნახველები 90-მეტრიანი ესკალატორით ეშვებიან ქვემოთ, სადაც მობილური ტელეფონიც კი იჭერს. გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში კი ფულინი წყნარი, იზოლირებული ქალაქი იყო. აქ არც ავტომაგისტრალი გაეყვანათ და არც რკინიგზა. უახლოეს დიდ ქალაქ ჩონცინში ბორნით გადასვლას 7 საათი სჭირდებოდა. ქალაქს ერთი ესკალატორი და ერთი ღამის კლუბი ჰქონდა და არც ერთი შუქნიშანი. ავტომობილი შორეულ ოცნებად ჩანდა. ხშირად საათობით არ იყო დენი. ქვანახშირის მუდმივად გამოყენება კი საშინელ დაბინძურებას იწვევდა.
დინების გასწვრივ, 450 კილომეტრზე, „სამი ხეობის“ კაშხალს ჯერ ისევ აშენებდნენ. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 200 000-ს შეადგენდა, რაც, ჩინური სტანდარტის მიხედვით, უმნიშვნელო რაოდენობაა. ფულინის პედაგოგიური კოლეჯი იმ დროს სამწლიანი სასწავლებელი იყო და ჩინეთის უმაღლესი განათლების ქვედა საფეხურზე იდგა. მაგრამ სოფლიდან ჩამოსულ ღარიბ სტუდენტებს მაინც უხაროდათ, სწავლის შესაძლებლობა რომ ეძლეოდათ და პროგრესისაკენ ილტვოდნენ. ცვლილებები ფულინის მსგავს პატარა ქალაქში გვიან, მაგრამ მაინც იწყებოდა. ცვლილებები რომ ხდებოდა, ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილა, მაგრამ საოცარი იყო ის ტემპი, რომლითაც ფულინი ცდილობდა, დასწეოდა დანარჩენ მსოფლიოს.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.