
მძინარე
ფოტო კონკურსიდან „მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია“
ვინ:
იკა ტაბატაძე
27 წლის, ფოტოგრაფი
სად:
აჭარა, საქართველო
რა:
Canon 5D 15 მმ ლინზით
ამბავი:
Your Shot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა მოგზაურობას, მოძრაობას და იმას, რაც მათ ამ კონკრეტულ ადგილთან აკავშირებდა.
იკა ტაბატაძის ნამუშევარი, რომელიც მან თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი მატარებლით მგზავრობისას გადაიღო, ჟიურის ერთ-ერთი ფავორიტი და გამოფენის მონაწილე გახდა: „მატარებლით მგზავრობის დროს ყოველდღიურობით გადაღლილ მგზავრს ჩემ წინ უსავარძლო ადგილი შეხვდა. მგზავრმა თავისი ბარგი კედელთან მიაწყო და მოკალათდა. მატარებლის გასვლიდან დაახლოებით 15 წუთში იგი ღრმა ძილს მიეცა.
ძილი თითქოს დროს აჩერებს, მაშინ როდესაც მატარებელი მუდმივ მოძრაობასთან და დროის მსვლელობასთან ასოცირდება. ამ ადამიანისთვისაც ხომ თითქოს შეჩერდა დრო თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობისას. მომინდა, აღმებეჭდა დროის მსვლელობისა და „შეჩერების“ ეს საინტერესო მომენტი“. – წერს იკა.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge