
მეამბოხეთა ჩანაწერები
1946 წელს, ლენინგრადში მცხოვრებმა რუსლან ბაგასლოვსკიმ და ბორის ტაიგინმა ჩანაწერების კოპირების ხერხს მიაგნეს
საბჭოთა კავშირში დასავლურ ჯაზსა და როკენროლს მტრის, ხოლო რუსი მიგრანტების პოპს მოღალატეების მუსიკად მიიჩნევდნენ. „საბჭოელები ყოველთვის პოულობდნენ მიზეზს, რომ მუსიკა აეკრძალათ“, – ამბობს სტივენ ქოუთსი, ბრიტანელი მუსიკოსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ პეტერბურგში ნამდვილ საოცრებას გადაეყარა.
1946 წელს, ლენინგრადში მცხოვრებმა რუსლან ბაგასლოვსკიმ და ბორის ტაიგინმა ჩანაწერების კოპირების ხერხს მიაგნეს. იმ დროს ორიგინალი ჩანაწერები მეზღვაურებს ფარულად შემოჰქონდათ. მელომანებმა ჩამწერი მანქანა ძველი გრამოფონისა და სხვადასხვა ინსტრუმენტისგან შექმნეს. რაც შეეხება თავად მუსიკას, ის რენტგენის ფირებზე ჩაწერეს. მასალა იდეალურად მყარი და ამავდროულად რბილი აღმოჩნდა, რათა ჩამწერ მანქანას მისი ამოჭრა შესძლებოდა.
„გასაოცარია საბჭოთა მოქალაქეების „შინაგანი სამყაროს“ გამოსახულებებში შენახული მუსიკა, რომელიც მათ მალულად უყვარდათ“, – ამბობს ქოუთსი.
მეთოდი მალე აიტაცეს და ბოლოს ეს ამბავი მთავრობის ყურამდეც მივიდა. ამის გამო, ბაგასლოვსკი სამჯერ დააპატიმრეს.