მეც ამერიკა ვარ
ვაშინგტონში ახალგახსნილი შთამბეჭდავი მუზეუმის ეკლექტური კოლექცია აფროამერიკელების სასტიკი ტანჯვის, პიროვნული სიმტკიცისა და გამარჯვებების დემონსტრირებაა


მეც ამერიკა ვარ
ვაშინგტონში ახალგახსნილი შთამბეჭდავი მუზეუმის ეკლექტური კოლექცია აფროამერიკელების სასტიკი ტანჯვის, პიროვნული სიმტკიცისა და გამარჯვებების დემონსტრირებაა
ჯინა მაკვეი კალიფორნიაში, საკრამენტოსთან „მერსედეს-ბენცის“ ავტოსალონში, სრულიად შემთხვევით, ერთ ფორმიან ჯარისკაცს შეხვდა. ეს რომ არა, ალბათ, ვერც ვერასდროს შეიტყობდა ბაბუამისის გამორჩეული როლის შესახებ ამერიკის ისტორიაში.
მოსაცდელ დარბაზში გამართულ მოკლე დიალოგში მაკვეიმ ახსენა, რომ ბაბუამისი პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. ჯარისკაცის მხრიდან უმალვე წამოვიდა თითქმის რეფლექსური შეკითხვები: „რას აკეთებდა? სად მსახურობდა?“ მაკვეის მხოლოდ რამდენიმე პასუხი ჰქონდა.
ლოურენს ლესლი მაკვეი უფროსი გენეალოგიური ხის თითქმის უცნობი ტოტი იყო. ის ქვეყნის მეორე მხარეს, ნიუ-იორკში ცხოვრობდა და გარდაიცვალა, როცა მისი შვილიშვილი მხოლოდ 10 წლის იყო. მაკვეი ბაბუამისს მხოლოდ ორჯერ შეხვდა. უმცროსმა მაკვეიმ, ამერიკული ბანკის „უელს-ფარგოს“ რისკების კონსულტანტმა, მხოლოდ ერთი რამ იცოდა ბაბუაზე: მამამისის მამას საპატიო მედალი მიუღია საფრანგეთის მთავრობისგან, მაგრამ ჯილდოს სახელწოდებას ვერაფრით იხსენებდა.
„როცა მედალი ვახსენე, ამ კაცს სახე გაუბრწყინდა. მკითხა, ბაბუა შავკანიანი ხომ არ იყო“, ლოგიკურია, რადგან თავად მაკვეიც აფროამერიკელია წაბლისფერი კანითა და მუქი თვალებით.
„აი, მაშინ კი მითხრა მედლის სახელი, „სამხედრო ჯვარი“ ხომ არა? მას აინტერესებდა, სწორედ ეს მედალი მიეღო თუ არა ბაბუას“.
მაკვეი ჯარისკაცის წარმოთქმულს იმეორებს: „იცი, რა გაგაჩნია? შენ გაქვს ისტორია!“
ფორმიანი კაცის ეს სიტყვები ბრძანებასავით ჟღერდა. ზუსტად ერთ საათში მაკვეი ინტერნეტში ეძებდა პირველ მსოფლიო ომში მონაწილე შავკანიან ჯარისკაცებზე შემონახულ ისტორიას. ერთ თვეში კი, ლოს-ანჯელესში, დედამისის სახლში, რკინის ყუთში იქექებოდა. ყუთი 1968 წლიდან, ბაბუამისის გარდაცვალებიდან, საძინებლის უჯრაში ინახებოდა. ოთხი თვის შემდეგ, ჯინა მაკვეიმ ამ ყუთში ნაპოვნი ნივთები ვაშინგტონში, აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის ახალი ეროვნული მუზეუმის კურატორებს გადასცა.
ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა აფროამერიკელებისადმი ადამიანურ მოპყრობაზე, ახლა უჩვეულო გზით მიაგებს პატივს მათ ისტორიას.
„განცვიფრებული დარჩნენ იმით, რაც ნახეს“, მითხრა მაკვეიმ. ეს იყო სამხედრო ჯილდოების, სამადლობელი სიგელების, ფოტოებისა და გაზეთებიდან ამონარიდების საგანძური, რომლებიც იუწყებოდნენ ბაბუამისის სამსახურზე 369-ე ქვეით დანაყოფში – მთლიანად შავკანიანებისგან შემდგარ პოლკში, რომელიც ისეთ შიშის ზარს სცემდა მტერს, „ჰარლემის ჯოჯოხეთის მეომრები“ შეურქმევიათ. თეთრკანიანი ჯარისკაცების გვერდით ბრძოლა შავკანიანებს ეკრძალებოდათ, ამიტომ თავიდან მზარეულებად და დოკერებად ამწესებდნენ. მაგრამ ბოლოს, დაღუპული ფრანგების ნაცვლად, მათი მობილიზებაც მოუხდათ. დღევანდელი ამერიკელებისთვის თითქმის უცნობი მათი გმირობა, ოდესღაც საქვეყნოდ ცნობილი ყოფილა.
„სკოლაში მსგავსი არაფერი უსწავლებიათ“, მითხრა მაკვეიმ. „ეს ისტორია თავისთვის მიმალულიყო და ელოდა ისეთ ადამიანს, რომელიც იტყოდა: „ეს მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ“.
ვაშინგტონში სმითსონის ინსტიტუტის მუზეუმები ის ადგილებია, სადაც ყველას შეუძლია შეიტყოს – რას ნიშნავს, იყო ამერიკელი. წელს, სექტემბერში „პანთეონს“ კიდევ ერთი, ახალი მუზეუმი შეუერთდა გამორჩეული მისიით: აფროამერიკული თვალით დაგვანახოს ამერიკის ისტორია. დამფუძნებელი დირექტორის, ლონი ბანჩის, თქმით, ეს მუზეუმი „საყვირია ამ ისტორიის შესახსენებლად და უკვდავსაყოფად“.
აბოლიციონისტი ჰარიეტ ტაბმენის საეკლესიო გალობათა კრებული, როკ-ენ-როლის ლეგენდის, ჩაკ ბერის კადილაკი, თუ ლუიზიანაში მდებარე სახელგანთქმული ციხის, „ანგოლის“ საგუშაგო კოშკი… ეს ექსპონატები მონობის, ჩაგვრის, თავისუფლებისა და შეუპოვრობის ისტორიას გვიყვებიან.
დამთვალიერებლები (ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად მათი რიცხვი ხუთ მილიონს მიაღწევს) ლოურენს ლესლი მაკვეის „სამხედრო ჯვარსაც“ (ფრანგულად – Croix de Guerre) ნახავენ და შეიტყობენ 369-ე პოლკის გმირობისა და აშშ-ის მაშინდელი მანკიერი სამხედრო პოლიტიკის შესახებ. ეს ამაზრზენი სიმართლე ნათლად ჩანს 1918 წლის საიდუმლო სამხედრო წერილში: „თუმცა შავკანიანი აშშ-ის მოქალაქეა, ის თეთრკანიანი ამერიკელის მხრიდან მასზე დაბალი ღირსების მქონე ადამიანად ითვლება“. ფრანგ ოფიცრებს ურჩევდნენ შავკანიან ჯარისკაცებთან ჭამისა და მათთვის ხელის ჩამორთმევისგან ან სულაც მათი შექებისგან თავი შეეკავებინათ, „ზანგები რომ არ „გაეფუჭებინათ“.
გარკვეულწილად, ეს ახალი მუზეუმი კულტურის საზომია. ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა აფროამერიკელების პატივისცემასა და მათდამი ადამიანურ მოპყრობაზე, ახლა შავკანიანთა ისტორიას განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. ახალ მუზეუმთან დაკავშირებით, ყველაფერი რადიკალურია – მისია, კოლექცია თუ 540-მილიონიანი შენობა, არქაული აფრიკული ხელოვნების ელემენტებით, რომლის მთავარი არქიტექტორიც დევიდ აჯაიეა – განური წარმომავლობის, ტანზანიაში დაბადებული ბრიტანელი.
ნაგებობა ჩასმულია მუქ ყავისფერ ლითონის ცხაურში, რომელიც აფროამერიკელი მჭედლების შექმნილი, ახალი ორლეანის საუცხოო კარიბჭეებისა და აივნების დიზაინის მსგავსია. „მინდოდა, ისეთი შენობა, რომელიც მოგვიყვებოდა სიცოცხლისუნარიანობაზე, აღმავლობასა და სულიერებაზე, მაგრამ მძიმე ასოციაციებსაც გამოიწვევდა“, – ამბობს ბანჩი.
ნაგებობა კუთხოვანი და ესთეტიკურად აგრესიულია, როგორც აფროამერიკელთა საოცრად მყვირალა სტილი – მათი თავდაჯერებულობისა და კულტურული იდენტობის სიმბოლური გამოხატულება – ქუდები, რომლებსაც ეკლესიაში მიმავალნი იხურავენ, „ზუტის“ სტილის ხასხასა კოსტიუმები, აფრიკული ნაწნავები, ბრჭყვიალა სამკაულები… „ეროვნული ხეივნის“ ორივე მხარეს განლაგებული სმითსონის დიდებული შენობების დასაწყისში, ეს მუზეუმი ისე გამოიყურება, თითქოს ძვირფასი ქვებით მორთულ კაბაში გამოწყობილი ბიონსე ამაყად მიაბიჯებდეს უოლ-სტრიტზე ნაცრისფერ კოსტიუმიან საქმიან ადამიანებს შორის.
ხშირად მიწევს ამ შენობასთან ჩავლა და ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია მეუფლება. როცა პირველად დავინახე, მინდოდა მეთქვა: „მეც ამერიკა ვარ!“ თვითონ შენობა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, ამ ფრაზას ყვირის.
მუზეუმის საგამოფენო სივრცის ერთ კედელზე ბრინჯაოს უზარმაზარი ასოებით დაწერილი ეს სიტყვები ლენგსტონ ჰიუზის ლექსის ბოლო სტრიქონია. შავკანიანმა ჰიუზმა ეს ლექსი, მარტივი სათაურით „მეც“, ევროპაში დაწერა, როცა შინ მიმავალი გემზე არ აუშვეს. ლექსი მოგვითხრობს „უფრო მუქ ძმაზე“, რომელსაც აიძულებენ, სამზარეულოში, ოჯახისგან განცალკევებით, ჭამოს. ის მაინც კარგად იკვებება, ღონიერია და მტკიცედ სწამს, რომ ერთ დღეს ისიც, „ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად, მიუჯდება მაგიდას“.
„თანაც ნახავენ, რა მომხიბვლელი ვარ და შერცხვებათ“.
მთელი თავისი დიდებულებით, მუზეუმები ნათელს ფენენ ისტორიას, ზემოქმედებენ ჩვენზე და გვეხმარებიან მსოფლიო ისტორიის სირთულეების შეცნობასა და ამოხსნაში. მაგრამ ყოველივე ეს ჩვენს გამოცდად იქცევა, როცა საკუთარი ისტორიის ბნელი ფურცლების კვლევა მოგვიწევს. ნებისმიერმა საზოგადოებამ, რომელიც დაღდასმულია ომით, გენოციდით, შიმშილობით, იძულებითი გადასახლებითა თუ მონობით, თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ახსოვდეს და როგორ. ერთია ინდივიდუალური მეხსიერება, მაგრამ სულ სხვაა ეროვნული, კოლექტიური მეხსიერება, რომელიც თაობებს გადაეცემა და ერთგვარად აყალიბებს კიდეც ერის ხასიათს.
მუზეუმის კურატორები 10 წელი ამტკიცებდნენ, რომ შავკანიანთა ისტორიის კვლევა აშშ-ის შეცნობის გასაღებია.
ზოგადად, მუზეუმები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კოლექტიური მეხსიერების შექმნაში. ეს მუზეუმი კი ქვეყანას აბრუნებს იმ ისტორიისკენ, რომლის დავიწყებასაც ცდილობს. ორას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამერიკაში მონობა იყო დაკანონებული. ამან ზეგავლენა მოახდინა ამერიკული ცხოვრების თითქმის ყველა მხარეზე, თუმცა დღემდე ვერ მოიპოვა მნიშვნელოვანი ადგილი ქვეყნის ისტორიაში. მონობიდან დაწყებული, ვიდრე სეგრეგაციამდე და შემდეგ ფანტასტიკურ გამარჯვებებამდე – ეს მუზეუმი დაუფარავად გვიჩვენებს აფროამერიკელთა ძნელბედობასა თუ ტრიუმფს.
ჯინა მაკვეის მსგავსი აღმოჩენები განსაკუთრებით ახარებთ ამ მუზეუმის კურატორებს, რომლებმაც მუშაობა ათი წლის წინ დაიწყეს; ფიქრობდნენ კიდეც, რომ მრავალი არტეფაქტი, დოკუმენტი და საგანძური, რომელიც აფროამერიკელთა ყოფაცხოვრებას ნათელს მოჰფენდა, მიმალული იყო სარდაფებში, მანსარდებში, ავტოფარეხებსა და საწყობებში.
იყო კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი; ხშირად თავად ადამიანებს არ სურდათ მათი ტკივილიანი პირადი ცხოვრების კვლევა. აფროამერიკულ ოჯახებში სასადილო მაგიდებს ჯერ კიდევ უსხდებიან მოხუცები, რომლებმაც გამოიარეს მეორე კლასის მოქალაქეობის პერიოდი, როცა მათ კანონი უთითებდა, სად ეჭამათ, ეცხოვრათ, ემუშავათ და მიეცათ განათლება შვილებისთვის. მრავალმა გადაიტანა სეგრეგაციის ღირსების შემლახველი სისტემა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მომავლისკენ საუკეთესო გზა წარსულის დავიწყებაა. ამ ადამიანებმა მზერა მიმართეს წინ, შორს, ზევით…
ბავშვობიდან მახსოვს, მამაჩემი და მისი ხუთი ძმა ხშირად ახსენებდნენ „მსუბუქად მოგზაურობას“. როცა ვინმე ეკითხებოდათ, „როგორ ხარ?“ პასუხობდნენ, მსუბუქად ვმოგზაურობო. საკმარისად დიდი ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ეს გამოთქმა პატარა ჩემოდნით სიარულს არ გულისხმობდა, არამედ ნიშნავდა: საკუთარმა მძიმე ყოფამ არ უნდა გაგტეხოს. ისინი ალაბამის შტატიდან, ბირმინგემიდან იყვნენ და ყველანი ჩრდილოეთში გადასახლდნენ, რათა ეპოვათ ადგილი, სადაც მათი შვილები „აფრინდებოდნენ“.
მაგრამ „ცისკენ მიმავალ გზაზე“ თავისუფლად რომ ევლოთ, ადგნენ და რაღაც-რაღაცები უბრალოდ გამოკეტეს. „სამხედრო ჯვრის“ გარდა, მაკვეიმ ყუთში იპოვა ბაბუამისის ჯილდო „მეწამული გული“, ოსტატურად მსროლელის მედალი, სამადლობელი წერილი საფრანგეთის მთავრობისგან და ფოტოები აშშ-ის არმიის ფორმაში. „ერთ-ერთ ფოტოზე ბებიას მიეწერა – „გმირი.“ გული ამიჩუყდაო, მითხრა მაკვეიმ: „მე ხომ მხოლოდ მედლის ამბავი ვიცოდი, ჩამოვჯექი და ავტირდი“.
როგორ შეუძლია ოჯახს ყველაფერ ამის დავიწყება?
„ჰარლემის ჯოჯოხეთურ მებრძოლებს“ ნიუ-იორკში დაბრუნებისას გმირების შესაფერისი პატივით დახვდნენ, თამბაქოს, შოკოლადსა და მონეტებს აყრიდნენ. მაგრამ აღლუმი დასრულდა და ეს ჯარისკაცები აღმოჩნდნენ ქვეყანაში, რომელიც მათ თანასწორუფლებიანებად არ აღიქვამდა. 1919-ში, მათი დაბრუნების წელს, თეთრკანიანთა ბრბოებმა მთელ ქვეყანაში ასობით აფროამერიკელი დახოცეს, როცა ე.წ. „წითელ ზაფხულს“ რასობრივმა დაძაბულობამ იფეთქა.
„რაც მეტს ვიგებდი ბაბუაჩემის სამხედრო სამსახურზე და იმ სამყაროზე, რომელშიც იგი დაბრუნდა, მით მეტად ვაცნობიერებდი, რატომ გაქრა მთელი ეს ისტორია, – ამბობს მაკვეი, – ის მძიმე იყო, ძალიან მძიმე“.
რექს ელისის, მუზეუმის საკურატორო საკითხების ასოცირებული დირექტორის მოვალეობა ისტორიის სრული სურათის და „არა ამბის ერთი ნაწილის, ვინმესთვის ხელსაყრელი რომელიმე ეპიზოდის გადმოცემაა“. მას ამ გზაზე უამრავი წინააღმდეგობის გადალახვაც მოუწევს.
ელისი გაიზარდა უილიამსბურგში, ვირჯინიის ყოფილ დედაქალაქში. მისი კოლონიური პარკი ცოცხალი ისტორიის დიდი მუზეუმია, სადაც მსახიობებს ისტორიული სამოსი აცვიათ. დღეს ეს ადგილი თანამედროვე სამოქალაქო ცხოვრების ცენტრია. თუმცა მშობლები პატარა ელისს კოლონიურ პარკში არასდროს უშვებდნენ. ერთხელ მიზეზი იკითხა, მამამ კი მკაცრად მოუჭრა: „იმიტომ, რომ ეს ისეთი რამაა, რაც მონობაზე მიანიშნებს, იმაზე, რისი ცოდნაც არაფერში გვჭირდება“.
ათი წლის შემდეგ, როცა ელისი ვირჯინიაში, ჰემპტონის უნივერსიტეტში თეატრის ისტორიას ასწავლიდა, კამპუსში ჩამოვიდა უილიამსბურგის კოლონიური მუზეუმის წარმომადგენელი, რომელიც მონების როლებისთვის მსახიობებს ეძებდა. ამ ამბავს რომ მიყვებოდა, ელისს თვალები გაუფართოვდა. „ვერაფრით მიხვალ კოლეჯში, სადაც უმეტესად შავკანიანები სწავლობენ და ასეთ განცხადებას ვერ გააკეთებ, თუ რამე მნიშვნელოვანი მიზეზი არ გაქვს ან თუ „დარტყმული“ არ ხარ, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა“, „ამ კაცმა თქვა, რომ სურდა მე-18 საუკუნის უილიამსბურგის მოსახლეობის სხვა ნაწილზე, შავკანიანებზე მოეთხრო და ამიტომ სჭირდებოდა ჩვენი დახმარება“.
ელისს გაუკვირდა, არ იცოდა, რომ უილიამსბურგის მოსახლეობის ნახევარს შავკანიანები შეადგენდნენ; მან შეიმუშავა პროგრამა, რომელსაც შემდეგ „სხვა ნაწილის ტური“ დაერქვა. ესაა ორსაათიანი ექსკურსია ისტორიულ ადგილას, სადაც იმდროინდელ ცხოვრებას მონების თვალით დაინახავენ.
უილიამსბურგში შავკანიანები ყოველთვის განასახიერებდნენ კოლონიური პერიოდის მჭედლებს, შავ მუშებს, ამკინძავებსა თუ დურგლებს – მაგრამ მუდამ მდუმარე როლები ჰქონდათ. ელისმა ახალი პარადიგმა შემოიტანა: მსახიობები დეტალურად აღწერენ, როგორ შრომობდნენ და ცხოვრობდნენ მონები, როგორ პოულობდნენ ღირსების ნაპერწკლებს საკუთარ რიტუალებში და როგორ უძლებდნენ ამ სასტიკ ყოფას. ეს სანახაობა პოპულარული გახდა, თუმცა, ამის გამო, ქალაქის შავკანიანმა საზოგადოებამ ელისი გარიყა.
„უამრავ წინააღმდეგობას წავაწყდი, განსაკუთრებით რთული პირველი ორი-სამი წელი იყო“.
მამამისს არასდროს უნახავს ეს „სპექტაკლი“: „ვფიქრობ, ბოლოს მიხვდა, რომ მე ისტორიას კი არ ვაბრუნებდი უკან, არამედ ვუბრუნებდი ხალხს იმ ღირსეულ როლს, რომელსაც ისინი იმსახურებენ. დიახ, ღირსებას!“ – ხაზგასმით გაიმეორა სიტყვა „ღირსება“. მამამისი ვერ მოესწრო მუზეუმს, მაგრამ ელისს ის მუდამ ახსენდება, როცა მუზეუმის მიზნებზე ფიქრობს: „აუცილებელია, ავუხსნათ ადამიანებს, რა მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. მამა მეხმარება იმის გააზრებაში, რომ ეს საქმე გულმოდგინებას და სიფაქიზეს მოითხოვს, რათა ხალხი დაარწმუნო, გვერდში დაუდგნენ მუზეუმს.
ფრედეროკ დუგლასის პორტრეტი ამ მუზეუმში გამოიფინება. პატრიკ უიტი, NGM-ის თანამშრომელი
როზა სპარკსის ხელით შეკერილი კაბა მკერავმა უარი განაცხადა თეთრკანიანი მამაკაცისთვის ადგილის დათმობაზე სეგრეგირებულ ავტობუსში. დაპატიმრებისას ის ამ ხელოვნური აბრეშუმის კაბას კერავდა. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსონის ეროვნულ მუზეუმში; შავკანიანთა მოდის მუზეუმის საჩუქარი
პულმანის მებარგულის ქუდი 1920-იან წლებში კომპანია „პულმანი“ ქვეყანაში შავკანიანიანების უდიდესი დამსაქმებელი იყო. 1925 წელს მებარგულები პროფკავშირში გაერთიანდნენ და ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსონის ეროვნულ მუზეუმში; გარფილდ ლოგანის შთამომავალთა საჩუქარი
„საზოგადოების მტრის“ ბუმ-ბოქსი ჩაკ დიმ ის 1987 წელს შეიძინა ნიუ-იორკში. ამ როკ-ჯგუფის ტურებზე 1990-იანებამდე გამოყე-ნებული ეს მაგნიტოფონი, 2010 წელს დააბრუნეს კიდევ ერთ კონცერტზე. ამის შემდეგ ჩაკ დიმ თქვა, „ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც ის უნდა იყოს“. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; „საზოგადოების მტრის“ საჩუქარი
რკინის ბორკილები ბავშვის ზომაზე გამოჭედილი ასეთი ხუნდები, როგორც წესი, აფრიკაში მზადდებოდა და მო-ნების ამერიკისკენ მგზავრობის დროს გამოიყენებოდა. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში
ნეტ ტერნერის ბიბლია ეს წიგნი ეკუთვნოდა მონათა აჯანყების ლიდერს. ტერნერის მონებისგან შემდგარმა რაზმმა სამ-ხრეთ ვირჯინიაში 55 კაცამდე დახოცა. გადაღებულია მუზეუმის თანამშრომელთა მიერ; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსონის ეროვნულ მუზეუმში; მორის ა. პერსონის, ნოა და ბრუკ პორტერების საჩუქარი
ბრიუს ტერნერი დგას ნეტ ტერნერის მიერ დარბეულ სახლთან. მას სურს, რომ მუზეუმის სტუმ-რებმა ამ აჯანყების შესახებ გაიგონ. ფოტო: რადკლიფ როი
1863 წელს შავკანიანმა ჯარისკაცებმა ჩამოაყალიბეს მასაჩუსეტსის 55-ე ქვეითი ბატალიონი. ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსონის ეროვნულ მუზეუმში; გერისონის ოჯახის საჩუქარი
მე-16 ქუჩაზე მდებარე ბაპტისტური ეკლესიის ნამსხვრევები სამოქალაქო უფლებების აქტივის-ტმა, ჯოან მალჰოლანდმა იპოვა ჩამსხვრეული მინა საწვიმარ ღარში მას შემდეგ, რაც 1963 წელს რასიზმის მომხრეებმა დაბომბეს ეს ეკლესია. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; ტრამპაუერ-მალჰოლანდის კოლექციის საჩუქარი
კარლ ლუისის ოლიმპიური მედლები მძლეოსნობის ვარსკვლავმა მისი 10 მედლიდან ცხრა, მუზეუმს უსახსოვრა, გარდა იმ ერთისა, რომელიც მამას, უილიამ ლუისს ჩაატანა საფლავში. მანამდე ისინი სპეციალურ საცავში ინახებო-და. ფოტო: რადკლიფ როი
კარლ ლუისის ოლიმპიური მედალი. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; კარლ ლუისის საჩუქარი
ჩაკ ბერის გიტარა ეს პიონერი მუსიკოსი სწორედ ამ გიტარით (გიბსონ ES-350T) აყალიბებდა თავის ცეცხლოვან სტილს. 2011 წელს, 85 წლის ლეგენდამ გიტარა მუზეუმს გადასცა. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; ჩარლზ ე. ბერის საჩუქარი
ჯოზეფ ტრამელის გათავისუფლების საბუთები მონობის ეპოქაში, თავისუფალ აფროამერიკელებს დაჰქონდათ თავიანთი სტატუსის დამადას-ტურებელი დოკუმენტი. ჯოზეფ ტრამელმა ეს თუნუქის ყუთი თავისი საბუთებისთვის დაამზა-და. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; ელეინ ე. ტომპსონის საჩუქარი
ჯეიმს ბოლდუინის სამელნე მწერალი ამ თითბრისთავიან შუშის ბოთლს საფრანგეთში, სენ-პოლ-დე-ვანსში მდებარე თავშე-საფარში ინახავდა. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; ბოლდუინის ოჯახის საჩუქარი
ჯეიმს ბოლდუინის დისშვილი, აიშა კარეფა-სმარტი აღიზარდა სახლში, რომელიც სავსე იყო ბოლდუინის დანატოვარი ნივთებითა და ჯილდოებით. ფოტო: რადკლიფ როი
„სამხედრო ჯვარი“ I მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მთავრობამ ამ სამხედრო მედლით და-აჯილდოვა 369-ე ქვეითი დანაყოფის შავკანიანი ჯარისკაცები. ლოურენს ლესლი მაკვეის კუთვ-ნილი ეს ჯილდო 2010 წლამდე ლითონის ყუთში იყო, სანამ შვილიშვილმა, ჯინა მაკვეიმ არ იპოვა. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; ჯინა მაკვეის საჩუქარი
ფრედეროკ დუგლასის პორტრეტი ამ მუზეუმში გამოიფინება. პატრიკ უიტი, NGM-ის თანამშრომელი
როზა სპარკსის ხელით შეკერილი კაბა მკერავმა უარი განაცხადა თეთრკანიანი მამაკაცისთვის ადგილის დათმობაზე სეგრეგირებულ ავტობუსში. დაპატიმრებისას ის ამ ხელოვნური აბრეშუმის კაბას კერავდა. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსონის ეროვნულ მუზეუმში; შავკანიანთა მოდის მუზეუმის საჩუქარი
პულმანის მებარგულის ქუდი 1920-იან წლებში კომპანია „პულმანი“ ქვეყანაში შავკანიანიანების უდიდესი დამსაქმებელი იყო. 1925 წელს მებარგულები პროფკავშირში გაერთიანდნენ და ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსონის ეროვნულ მუზეუმში; გარფილდ ლოგანის შთამომავალთა საჩუქარი
„საზოგადოების მტრის“ ბუმ-ბოქსი ჩაკ დიმ ის 1987 წელს შეიძინა ნიუ-იორკში. ამ როკ-ჯგუფის ტურებზე 1990-იანებამდე გამოყე-ნებული ეს მაგნიტოფონი, 2010 წელს დააბრუნეს კიდევ ერთ კონცერტზე. ამის შემდეგ ჩაკ დიმ თქვა, „ესაა ერთადერთი ადგილი, სადაც ის უნდა იყოს“. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; „საზოგადოების მტრის“ საჩუქარი
რკინის ბორკილები ბავშვის ზომაზე გამოჭედილი ასეთი ხუნდები, როგორც წესი, აფრიკაში მზადდებოდა და მო-ნების ამერიკისკენ მგზავრობის დროს გამოიყენებოდა. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში
ნეტ ტერნერის ბიბლია ეს წიგნი ეკუთვნოდა მონათა აჯანყების ლიდერს. ტერნერის მონებისგან შემდგარმა რაზმმა სამ-ხრეთ ვირჯინიაში 55 კაცამდე დახოცა. გადაღებულია მუზეუმის თანამშრომელთა მიერ; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსონის ეროვნულ მუზეუმში; მორის ა. პერსონის, ნოა და ბრუკ პორტერების საჩუქარი
ბრიუს ტერნერი დგას ნეტ ტერნერის მიერ დარბეულ სახლთან. მას სურს, რომ მუზეუმის სტუმ-რებმა ამ აჯანყების შესახებ გაიგონ. ფოტო: რადკლიფ როი
1863 წელს შავკანიანმა ჯარისკაცებმა ჩამოაყალიბეს მასაჩუსეტსის 55-ე ქვეითი ბატალიონი. ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსონის ეროვნულ მუზეუმში; გერისონის ოჯახის საჩუქარი
მე-16 ქუჩაზე მდებარე ბაპტისტური ეკლესიის ნამსხვრევები სამოქალაქო უფლებების აქტივის-ტმა, ჯოან მალჰოლანდმა იპოვა ჩამსხვრეული მინა საწვიმარ ღარში მას შემდეგ, რაც 1963 წელს რასიზმის მომხრეებმა დაბომბეს ეს ეკლესია. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; ტრამპაუერ-მალჰოლანდის კოლექციის საჩუქარი
კარლ ლუისის ოლიმპიური მედლები მძლეოსნობის ვარსკვლავმა მისი 10 მედლიდან ცხრა, მუზეუმს უსახსოვრა, გარდა იმ ერთისა, რომელიც მამას, უილიამ ლუისს ჩაატანა საფლავში. მანამდე ისინი სპეციალურ საცავში ინახებო-და. ფოტო: რადკლიფ როი
კარლ ლუისის ოლიმპიური მედალი. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; კარლ ლუისის საჩუქარი
ჩაკ ბერის გიტარა ეს პიონერი მუსიკოსი სწორედ ამ გიტარით (გიბსონ ES-350T) აყალიბებდა თავის ცეცხლოვან სტილს. 2011 წელს, 85 წლის ლეგენდამ გიტარა მუზეუმს გადასცა. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; ჩარლზ ე. ბერის საჩუქარი
ჯოზეფ ტრამელის გათავისუფლების საბუთები მონობის ეპოქაში, თავისუფალ აფროამერიკელებს დაჰქონდათ თავიანთი სტატუსის დამადას-ტურებელი დოკუმენტი. ჯოზეფ ტრამელმა ეს თუნუქის ყუთი თავისი საბუთებისთვის დაამზა-და. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; ელეინ ე. ტომპსონის საჩუქარი
ჯეიმს ბოლდუინის სამელნე მწერალი ამ თითბრისთავიან შუშის ბოთლს საფრანგეთში, სენ-პოლ-დე-ვანსში მდებარე თავშე-საფარში ინახავდა. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; ბოლდუინის ოჯახის საჩუქარი
ჯეიმს ბოლდუინის დისშვილი, აიშა კარეფა-სმარტი აღიზარდა სახლში, რომელიც სავსე იყო ბოლდუინის დანატოვარი ნივთებითა და ჯილდოებით. ფოტო: რადკლიფ როი
„სამხედრო ჯვარი“ I მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მთავრობამ ამ სამხედრო მედლით და-აჯილდოვა 369-ე ქვეითი დანაყოფის შავკანიანი ჯარისკაცები. ლოურენს ლესლი მაკვეის კუთვ-ნილი ეს ჯილდო 2010 წლამდე ლითონის ყუთში იყო, სანამ შვილიშვილმა, ჯინა მაკვეიმ არ იპოვა. გრან კორნე; ყველა ექსპონატი დაცულია აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის სმითსო-ნის ეროვნულ მუზეუმში; ჯინა მაკვეის საჩუქარი
მუზეუმის მრავალფეროვანი კულტურის მქონე კურატორთა გუნდმა გასული ათწლეული იმის მტკიცებაში გაატარა, რომ შავკანიანთა ისტორიის კვლევა აშშ-ის შეცნობის გასაღებია. მსგავსი მიდგომა მაღალი ფსონია, განსაკუთრებით, სმითსონის მუზეუმისთვის, რომელიც არასდროს გაურბის კონფლიქტური სინამდვილის ჩვენებას.
ექსპონატები ამხელენ ჩაგვრის მანკიერებას, თუმცა, კორექტულობის დაცვით, მეცნიერულ სიზუსტესა და სიფრთხილეს ინარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი „შავკანიანთა ენაზე მეტყველებს“, ფიქრობენ, რომ ის ნებისმიერი რასის წარმომადგენელს დააინტერესებს. გამოფენა მიწისქვეშ იწყება და თანდათან ამოდის ზევით, რითიც ფერადკანიან ქალთა ეროვნული ასოციაციის დევიზს: „სხვათა წამოყენება, როცა ჩვენ ზემოთ მივიწევთ“ ეხმიანება. ვიზიტორები შეიტყობენ ახალი ერის შესახებ, რომელიც იბრძოდა კანონის უზენაესობისთვის და პარალელურად, ეჭიდებოდა „თავისუფლების პარადოქსს“. მუზეუმი პირდაპირ არ ამბობს, რომ მონობა სისაძაგლეა ან სეგრეგაციაა ბოროტება, მაგრამ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ მორალურ პრობლემებს საგანგებოდ მოწყობილი ექსპოზიციები დაგანახებენ; იმ ხალხის თვალით, ვინც პირადად გამოიარა ეს პერიოდი. მონის ბორკილების შემხედვარე სტუმარი ნათლად წარმოიდგენს, როგორია ხუნდების ტარება ან პირიქით – სხვის წვივზე მათი მოჭერა.
„ყველა საკუთარ თავს დაინახავთ ამ გამოფენაზე, მიუხედავად თქვენი რასისა“, ამბობს მერი ელიოტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „მონობისა და თავისუფლების გამოფენის“ შექმნაში. ეს გამოფენა წარმოაჩენს იმ წინააღმდეგობას, რომელსაც განასახიერებდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი: დამოუკიდებლობის დეკლარაციის მამა და მონათმფლობელი. „ჩვენ ისტორია გავაადამიანურეთ. ასე რომ, ქალი, კაცი თუ ბავშვი, როცა ტომას ჯეფერსონს შეხედავთ, იტყვით: მე რას ვიზამდი? ამას რით გავამართლებდი?“
მუსიკოსი ჩაკ დი, მთავრობის პოლიტიკის მოწინააღმდეგე, რეპ-ჯგუფ „საზოგადოების მტრის“ სოლისტი, მიიჩნევს, რომ მუზეუმის მისია ეხმიანება მისი ჯგუფის 1989 წლის საუკეთესო სიმღერას – „შეებრძოლე ძალაუფლებას“, რომელშიც ის ამბობს: „ჩემი გმირების უმეტესობა, მარკებზე არ მინახავს“.
„მხოლოდ ის ფაქტი, რომ მუზეუმი ცდილობდა ჰიპ-ჰოპი და რეპი ჩაერთო აფროამერიკელთა ისტორიაში, უკვე შთამბეჭდავი იყო“, მითხრა ჩაკ დიმ, რომლის ნამდვილი სახელია კარლტონ დუგლას რაიდენაუერი. „ამას დაუმატეთ, რომ ისინი უპირისპირდებოდნენ ამერიკას და ითხოვდნენ, რომ ამერიკასაც დაენახა თავისი ისტორია, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კუთხით. მუზეუმს დიდი ძალა აქვს“.
ჩაკ დიმ მუზეუმს გადასცა თავისი პირველი ტურების დროინდელი ე. წ. „ბუმ-ბოქს“ მაგნიტოფონი, რომელიც იმხელაა, ჟურნალების მაგიდად გამოდგებოდა.
ოლიმპიურ ჩემპიონ კარლ ლუისისთვის მუზეუმი, გარკვეულწილად, უკვდავყოფს ისტორიას. ლუისის თქმით, მას უნდოდა ხალხს არა მხოლოდ სპრინტერი ჯესი ოუენსის ჯილდოები დაემახსოვრებინა, არამედ ამბავიც ამ წარმატების მიღმა.
კურატორებს სურდათ ექსპონატები, რომლებიც ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებს უჩვენებდნენ მათი პატრონის გადმოსახედიდან.
წარმატების აღმნიშვნელ ექსპონატებსაც გააჩნიათ უარყოფით ემოციებთან დაკავშირებული ისტორიები. მაგალითად, ჩაკ ბერის 1973 წლის კაბრიოლეტი „კადილაკ-ელდორადო“ – ულამაზესი, კაშკაშა წითელი ავტომობილი, თეთრი დისკებითა და მოციმციმე ორნამენტით. დოკუმენტური ფილმის „ჩაკ ბერი: სალამი! სალამი! როკ-ენ-როლი“ გადაღებისას, ბერიმ, რომელიც მალე 60 წლის ხდებოდა, ამ ავტომობილით ჩაუარა სენტ-ლუისში, „ფოქსის“ კინოთეატრს – სწორედ იმას, სადაც პატარა ბერი არ შეუშვეს. მუზეუმში კი ბერი ემახსოვრებათ პიონერ გიტარისტად, რომლის მუსიკაც გავლენას ახდენდა შავკანიან თუ თეთრკანიან მოზარდებზე და შთაგონების წყაროდ იქცა მომავალი ლეგენდების – კით რიჩარდსის, პიტ ტაუნზენდისა და დეივ გროლისთვის.
თავიდანვე მუზეუმის მიზანი იყო ახალი კოლექციის შექმნა და არა იმ მწირი მასალის თავმოყრა, რომელიც სხვა მუზეუმებს გააჩნდათ. დროებითი შენობა მალე გაივსო უზარმაზარი დავთრებით, რომლებშიც ჩამოთვლილი იყო ხალხი, მნიშვნელოვანი ადგილები, მოვლენები. ძირითადი თემები კი – მონობის გაუქმება, სამოქალაქო ომი, ცეკვა, სპორტი, შავკანიანთა გაზეთები, ტრანსპორტი, დაპატიმრება, საპროტესტო აქციები, ბიზნეს-ცენტრები, სოფლის მეურნეობა, სამუშაოები ზღვაზე, ოჯახური ცხოვრება.
კურატორებს სურდათ ისეთი ექსპონატები ეპოვათ, რომლებიც ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებს წარმოაჩენდნენ, მაგრამ ამავე ისტორიას ამა თუ იმ პიროვნების გადმოსახედიდან გააშუქებდნენ – ჩვეულებრივი ნივთები არაჩვეულებრივი ამბების მოსაყოლად. მართლაც, ძალიან ბევრი რამ აღმოაჩინეს: მარიან ანდერსონის ჟაკეტი, რომელიც მას ლინკოლნის მემორიალთან 1939 წელს გამოსვლისას ეცვა (მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის დარბაზში სიმღერა კანის ფერის გამო აუკრძალა ორგანიზაციამ „ამერიკული რევოლუციის ქალიშვილები“); ჩოგანი, რომელიც ეკუთვნოდა ჩოგბურთის ჩემპიონ ალთეა გიბსონს (პირველი აფროამერიკელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აშშ-ისა და უიმბლდონის ტურნირებში, 1950-იან წლებში), თუ მონა ბავშვებისთვის დამზადებული პაწაწინა ბორკილები.
კურატორები, ისტორიის მიმდინარეობის კვალდაკვალ განაგრძობენ საინტერესო ნივთების შეგროვებას.
არაჩვეულებრივი ყოველდღიური ნივთებიდან ერთ-ერთი, პირდაპირ კავშირშია შავკანიანი ადამიანებით ვაჭრობის ამაზრზენ ფაქტებთან და თანაც, შეგვახსენებს, როგორ ბჟუტავდა თავისუფლების იმედი შავკანიან მონებში. რექს ელისი ერთ ამბავს მოგვითხრობს: დერეფანს მიუყვებოდა, უცებ თანამშრომლის ლაპარაკს მოჰკრა ყური, ვიღაც ჯიუტი ქალი მირეკავს, მიმტკიცებს ნეტ ტერნერის ბიბლია მაქვსო. ელისი ისე სწრაფად შედგა, ხელზე მინერალური წყალი გადაისხა. „მომეცი ნომერი“, უთხრა თანამშრომელს.
ვირჯინიაში, საუთჰემპტონის ოლქის ჭაობიან მხარეში, ტერნერი მონათა 1831 წლის სისხლიან აჯანყებას ედგა სათავეში. ეს ადგილი ახლოს იყო ელისის მშობლიურ სახლთან. ხმები დადიოდა, რომ ტერნერის რელიკვიები თეთრკანიან ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქუდი, ხმალი და ხურდა ფულის ქისა, რომელიც თითქოს ტერნერის ჩამოხრჩობის შემდეგ, მისი კანისგან შეკერეს.
ბიბლია, თუკი ის მართლაც იყო შემონახული, ნეტ ტერნერის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ტერნერი ცნობილი მქადაგებელი და ღრმად მორწმუნე კაცი იყო, ამბობდა, რომ ხილვები ჰქონდა და ღვთისგან მინიშნებებს იღებდა. მან თვითონ ისწავლა წერა-კითხვა და ბიბლიას მუდამ დაატარებდა ქადაგებებისა და მონების მონათვლისას. შესაძლოა, მას ეს ბიბლია თან ჰქონდა, როცა მონებისგან შემდგარი მისი რაზმი პლანტაციიდან პლანტაციაში დადიოდა და ათავისუფლებდა მონებს. მაშინ, სულ ცოტა, 55 თეთრკანიანი მაინც დახოცეს, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც.
ქალი, რომელიც დაჟინებით რეკავდა, ვენდი კრიკმორ პორტერი, ნორფოლკის ძველი დომინიონის უნივერსიტეტის (ვირჯინია) ფემინოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი აღმოჩნდა. ბიბლია ეკუთვნოდა მის მამინაცვალს, მორის პრენსონს, რომელიც ლავინია ფრენსისის შვილთაშვილი იყო. ეს უკანასკნელი კი, ტერნერის რაზმის თავდასხმას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ თავისივე მონებმა გადამალეს.
თურმე პორტერს მობეზრებოდა ამდენი რეკა, „უკვე ვიფიქრე, რომ არ გაინტერესებდათ“, – თქვა მან.
სმითსონის კედლებში ნებისმიერი ნივთის მოთავსებით, მისი კულტურული მნიშვნელობა იზრდება.
როცა ელისი ვირჯინია-ბიჩზე პორტერის სახლში მივიდა, ბიბლია სასადილო ოთახის მაგიდაზე იდო, ძველ ჩაის ტილოში გამოხვეული, ყდაშემოცლილი და კუთხეებში გადაკეცილი გვერდებით – „ისეთი პატარა იყო, მაშინვე მივხვდი – ნამდვილად მისი იქნებოდა, რადგან ნეტ ტერნერი თავის ბიბლიას მუდამ ჯიბით დაატარებდა“.
„ის არ უნდა იდოს სახლში. მისი ადგილი გაცილებით დიდ სივრცეშია, სადაც ის ისტორიას გვიამბობს, – მითხრა პორტერმა, – იქ, სადაც ხალხი ნახავს. იქ, სადაც შესაძლებელია იარები მოიშუშო“.
ნეტ ტერნერის მეოთხე თაობის შვილთაშვილს, ბრიუს ტერნერს სჯერა, რომ ბიბლიის მოგზაურობა შესაფერის ადგილას დასრულდა. „რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს ბიბლიას, მით უფრო გავრცელდება ნეტ ტერნერის ამბავი“.
სმითსონის კედლებში ნებისმიერი ნივთის მოთავსება ზრდის მის კულტურულ ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ აფროამერიკული ისტორიისა და კულტურის ეროვნული მუზეუმი მაშინ იხსნება, როცა ტერმინი – „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, – ამერიკელთა ლექსიკონში შემოიჭრა. მუზეუმის არსიც ესაა: ყველა მნახველს დაეხმაროს იმის გაცნობიერებაში, რომ შავკანიანთა ცხოვრება და მათი ისტორია მართლაც მნიშვნელოვანია.
ეს ყველას მისამართით ნათქვამი ფრაზაა, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც არ იცის საკუთარი ისტორია. 50 წელი გავიდა, სანამ ჯინა მაკვეიმ ბაბუამისის სამხედრო სამსახურის შესახებ შეიტყო. ეს კაცი 1968 წელს ნიუ-იორკში, პარკის სკამზე იპოვეს გარდაცვლილი, მარტოდმარტო და ნაცემი. ახლა კი მილიონობით ადამიანი გაიგებს მის გმირულ წარსულს.
ზოგადად, აფროამერიკელთა ისტორია განიხილებოდა, როგორც გვერდითი ისტორია, მეორეხარისხოვანი, მხოლოდ თანმდევი ამბავი. მაგრამ ამერიკელთა მთავარი ღირებულებების გარშემო გამართული დებატების კვალდაკვალ, ეს ნამდვილად ძლიერი ზემოქმედების მქონე ისტორიის გაკვეთილებია.
ბანჩი, ამ მუზეუმის დირექტორი, 1978 წელს შემოუერთდა სმითსონს და მას შემდეგ ამ თემაზე მუშაობს: „თუ ვინმეს აინტერესებს ამერიკელთა ოპტიმიზმისა და სულიერების გაგება, ყველაზე კარგად შავკანიანთა ისტორიით შეიტყობს. თუ უნდა, რომ გაერკვეს ჩვენი ქალაქების დემოგრაფიული ცვალებადობის თანმდევ პრობლემებში, ამისთვის აფროამერიკული საზოგადოების ლიტერატურასა და მუსიკაზე უკეთესს ვერაფერს იპოვის. აფროამერიკულ კულტურას გააჩნია ისეთი ძალა და მრავალფეროვნება, რომლებიც საჭიროა ამერიკული ცხოვრების ყველაზე ბნელი კუნჭულების გასანათებლად და იმგვარი ძალაც, რომლითაც გამოჩნდება ამერიკული ცხოვრების დიდი პოტენციალი და პარადოქსიც“.
ის, რასაც ადრე სქოლიოში უთითებდნენ, აქ მთავარ ამბად არის მოთხრობილი – ახალ მუზეუმში არაფერია უმნიშვნელო!
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.