
მეფის ქალწულები
შესაძლოა, მუდმივი რეინკარნაციის ეს სიმბოლო სიმინდის ყოველწლიურ აღმოცენებასაც გულისხმობდეს
2012 წელს, გვატემალაში, ტაკალიკ-აბახში, მაიას ტომის სამეფო სამარხის ექვსმა ფიგურამ მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინა. „ისინი თეატრის მარიონეტებს ჰგვანან“, – ამბობს არქეოლოგი კრისტა შიბერ დე-ლავარედა. 500 წელს (ძვ. წ) ისინი საიქიოში მეფის მხლებლებს განასახიერებდნენ.
მათ სხვა ფუნქციებიც ჰქონდათ: ოთხი მარიონეტი მაიას სამყაროს ოთხი ჰორიზონტის კუთხეში იდგა. აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ მიმართული ორი ფიგურა კი, სავარაუდოდ, მზის ყოველდღიურ ციკლს გამოსახავდა. შესაძლოა, მუდმივი რეინკარნაციის ეს სიმბოლო სიმინდის ყოველწლიურ აღმოცენებასაც გულისხმობდეს და სიმინდის ღმერთის სახით წარმოდგენილი მეფისადმი პატივისცემასაც ნიშნავდეს.