მეორე კოსმოსური სიჩქარე
მეცნიერებმა მოცურავე პინგვინებზე მრავალსაათიანი ფილმის კადრები გაანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ პინგვინები აკეთებდნენ იმას, რის მიღწევასაც გემებისა და ტორპედოების ინჟინრები რა ხანია ცდილობდნენ


მეორე კოსმოსური სიჩქარე
მეცნიერებმა მოცურავე პინგვინებზე მრავალსაათიანი ფილმის კადრები გაანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ პინგვინები აკეთებდნენ იმას, რის მიღწევასაც გემებისა და ტორპედოების ინჟინრები რა ხანია ცდილობდნენ
იქნებ, სწორედ ეს ბუშტულები განაპირობებენ პინგვინების ასეთ სწრაფ ცურვას?
მეცნიერებმა მოცურავე პინგვინებზე მრავალსაათიანი ფილმის კადრები გაანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ პინგვინები აკეთებდნენ იმას, რის მიღწევასაც გემებისა და ტორპედოების ინჟინრები რა ხანია ცდილობდნენ: ჰაერი როგორც საპოხი ისე გამოეყენებინათ ხახუნის ძალის შესამცირებლად და სიჩქარის გასაზრდელად.
როდესაც საიმპერატორო პინგვინი ცურავს, მის სხეულსა და წყალს შორის არსებული ხახუნის ძალა პინგვინის სიჩქარეს ამცირებს (მაქსიმალური მაჩვენებელი 1,2 – 2,7 მ/წმ-ის ფარგლებში მერყეობს), მაგრამ მოკლე მონაკვეთებზე პინგვინებს სიჩქარის გაორმაგება და გასამმაგებაც კი შეუძლიათ, რასაც ბუმბულიდან ჰაერის წვრილი ბუშტულების გამოშვებით ახერხებენ. ბუშტულები პინგვინის სხეულის გარშემო წყლის სიმკვრივესა და სიბლანტეს, ასევე ხახუნის ძალას ამცირებს და ფრინველიც მაღალ სიჩქარეს ავითარებს. სხვანაირად ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს დამატებითი თვისება, სიჩქარის მომატება, პინგვინს ისეთი მტაცებლისგან იცავს, როგორიც ზღვის ლეოპარდია.
რაშია საიდუმლო? ამაზე მოგითხრობთ სტატია და რა თქმა უნდა, ბრწყინვალე ფოტოგრაფი პოლ ნიკლენი, რომელსაც კარგად იცნობს ჩვენი ერთგული მკითხველი.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.