
მეთევზეები ფარავანზე
ფოტო კონკურსიდან „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა“
ვინ:
სალომე იდოიძე, 30 წლის, კავკასიოლოგი
სად:
სამცხე-ჯავახეთი, საქართველო
რა:
კამერა NIkON D5200, 105-200 მმ ლინზით
ამბავი:
Your Shot-საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის – „სამცხე-ჯავახეთი: გვაქვს უთვალავი ფერითა“ – ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, გაეზიარებინათ ჩვენთვის კადრი, რომელიც ასახავდა საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ამ ულამაზეს კუთხეს.
სალომე იდოიძის ნამუშევარმა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში 2016 წლის შემოდგომის მიწურულს არის გადაღებული, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის წევრებზე. ფოტო რჩეულ 26 კადრს შორის მოხვდა და გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. „ფოტოზე აღბეჭდილია ფარავნის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, რომლებმაც გაყინულ ტბაზე ნაჯახით ამოტეხეს ყინული და თევზაობენ. გაყინულ ტბაზე თევზაობა არის ერთ-ერთი ტრადიციული საქმიანობა ამ მხარისთვის“, – წერს სალომე.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge