
მეტისმეტად მიმზიდველი
წელიწადში რამდენჯერმე მდედრები შორ გზას გადიან – მლაშე წყლებს გადალახავენ და ქვიშიან მეჩეჩებში კვერცხებს დებენ
მდინარის კუ გამრავლებისთვის ძალისხმევას არ იშურებს. მამრები მდედრზე უფრო დიდები არიან. ისინი მეწყვილეებს თავიანთი მკაფიო შეფერილობით აცდუნებენ და ფრჩხილებით ებღა-უჭებიან. წელიწადში რამდენჯერმე მდედრები შორ გზას გადიან – მლაშე წყლებს გადალახავენ და ქვიშიან მეჩეჩებში კვერცხებს დებენ. „კუს გადარჩენის ალიანსის“ პრეზიდენტი რიკ ჰადსონი ამბობს, რომ ასეთი სიმამაცის მიუხედავად, Batagur-ის გვარის კუს ექვსი სახეობიდან ხუთი გა-დაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა.
ქვიშის მოპოვება კუს ჰაბიტატს ანადგურებს, თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრილნი კი – იღუპე-ბიან. ხშირად, კვერცხებს ბუდეებიდანაც ჰპარავენ – საკვებად ან გასაყიდად. ზრდასრულ კუებს ჩინეთში გზავნიან, სადაც ის დელიკატესია. კუს სიცოცხლისუნარიანობაზე ტემპერატურაც გავ-ლენას ახდენს. მრავალი სახეობის კუს სქესის ჩამოყალიბებაზე ინკუბაციის პერიოდის ტემპერა-ტურა მოქმედებს: სიგრილეში ხშირად მამრი ვითარდება, სითბოში – მდედრი. ტყვეობაში ან სიცივეში გამრავლებისას, მდედრი კუები იშვიათად იჩეკებიან. კლიმატის დათბობამ, შესაძლოა, მდედრების მატება და მამრების შემცირება გამოიწვიოს.