მეტროპოლისი
როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ასეთ ვიწრო, ხმაურიან და ქაოსურ ქალაქებში? რა განსხვავებაა ამ მეგაქალაქებს შორის? რა აქვთ საერთო?


მეტროპოლისი
როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ასეთ ვიწრო, ხმაურიან და ქაოსურ ქალაქებში? რა განსხვავებაა ამ მეგაქალაქებს შორის? რა აქვთ საერთო?
ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, ურბანულ ზონებში ადამიანთა ნახევარი ცხოვრობს – 2050 წლისთვის კი ის 70%-მდე გაიზრდება. რვიდან ერთი ქალაქის მკვიდრი ცხოვრობს 10 მილიონზე მეტი ადამიანით დასახლებულ მეგაქალაქში.
სწორედ ამიტომ შევქმენი ფოტოპროექტი „მეტროპოლისი”. მინდოდა, გაეროს სტატისტიკა თვალსაჩინო გამეხადა. 2007-2015 წლებში მეგაქალაქებში ფოტოებს ვიღებდი და ურბანიზაციის პროცესის დინამიკის დოკუმენტირებას ვახდენდი.
სულ მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ასეთ ვიწრო, ხმაურიან და ქაოსურ ქალაქებში? რა განსხვავებაა ამ მეგაქალაქებს შორის? რა აქვთ საერთო?
შევეცადე, სიმდიდრესა და სიღარიბეს, ტრადიციულ კულტურასა და ულტრათანამედროვე ყოფას შორის არსებული კონტრასტი მეჩვენებინა. მე მაოცებს, როგორ ახერხებენ ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ადამიანები თანაცხოვრებას. ადგილი საკმარისი არასდროს არის, მაგრამ მუდმივად რაღაც ვითარდება და ერთობის შეგრძნება არ იკარგება.
მორიგ დიდ ქალაქში მუშაობისას, აზრს ადგილობრივებს ვეკითხები. შესაფერისი ადგილის პოვნის შემდეგ, ფოტოების გადასაღებად ხელსაყრელ მომენტს ველოდები ხოლმე.
ქალაქური ცხოვრების რიტმისა და მისი ენერგიის საჩვენებლად, ფოტოგრაფირებისას, ძირითადად, ხანგრძლივი დაყოვნების ტექნიკას მივმართავ. ქაოსში ჰარმონია უნდა ვიპოვო.
ფოტოებს ფირიანი კამერით ვიღებ. ჩემი მიზანი მეგაქალაქის ერთ პანორამულ, კალეიდოსკოპურ ფოტოში მოქცევაა. ამ პროექტის ფოტოები მრავალშრიანია. რაც უფრო დიდხანს უყურებ ფოტოს, მით უფრო მეტს ხედავ. ეს ფოტოები ათასჯერ მაინც დამითვალიერებია, მაგრამ ყოველი მორიგი დახედვისას მაინც ვპოულობ რაღაც ახალს. იმედია, თქვენც მიაგნებთ სიახლეებს.