მეყვავილე კაცები
ინდოეთში, ყვავილების ბაზარში, ფერთა სიუხვე არავის აკვირვებს. კოლკატაში ვიზუალური კონტრასტი ზღვარს შლის ქალურობასა და მამაკაცურობას შორის


მეყვავილე კაცები
ინდოეთში, ყვავილების ბაზარში, ფერთა სიუხვე არავის აკვირვებს. კოლკატაში ვიზუალური კონტრასტი ზღვარს შლის ქალურობასა და მამაკაცურობას შორის
რამდენიმე წლის წინ, ინდოეთში ვიყავი მივლინებით. ერთი თავისუფალი დღე მქონდა და კოლკატას ყვავილების ბაზარში გავიარე. ის აზიაში ყვავილების ერთ-ერთი უდიდესი საბითუმო ბაზარია, სადაც ყოველდღიურად 2000-მდე მოვაჭრეს შეხვდებით; ყოველ დილით, სატვირთო მანქანებით მოაქვთ სეზონური ყვავილები.
ეს საოცარი გარემო განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ფოტოგრაფისთვის – საოცრად მამაკაცური შესახედაობის მოვაჭრეები, რომლებსაც გასაყიდი ყვავილები ქალურად მოექციათ ხელებში. ერთ-ერთს ისე ჩამოეკიდა, გეგონებოდა, ყვავილების კაბა აცვიაო. ამ ქალურ-მამაკაცური კონტრასტით მოხიბლული, ორი წლის შემდეგ, პორტრეტების სერიის გადასაღებად დავბრუნდი.
ინდოეთში ყველგან ნახავთ ყვავილებს – ფესტივალებიდან დაწყებული, რელიგიური რიტუალებით დამთავრებული. რას აღარ შეხვდებით – მუქი მეწამული ვარდები, სურნელოვანი ლოტოსები, ჟასმინის თაიგულები, მაგნოლიები. გადავწყვიტე, მხოლოდ ის სახეობები გადამეღო, რომლებსაც მოვაჭრეები დაატარებდნენ.
თავდაპირველად, ყველა მოვაჭრის გადაღებას ვაპირებდი, თუმცა ქალებმა თავი შეიკავეს და მთხოვეს, არ გადამეღო.
ნარინჯისფერი ხავერდებით მოვაჭრე, სახელად კულვინდერი. ცოტა ხნით სამუშაოსგან რომ მომეწყვიტა, ხშირად ყვავილების საფასურის გადახდაც მიწევდა.
დევ კუმარი ლოტოსის თაიგულით დგას
დილეპ ჰაჯრა წყლის წაბლის ყვავილებს ყიდის
სიკანტო პავანი კლიტორიათი ვაჭრობს
რამდაიალ იადავი წითელ ქათმისქოჩორას ყიდის
ს.კ. ბაღათი ჩინური ტუხტით ვაჭრობს
ატულ დუბი ვაჭრობს ყვითელი ხავერდათი
გორელალ დასი – მეწამული ჯიჯლაყათი
ნარინჯისფერი ხავერდებით მოვაჭრე, სახელად კულვინდერი. ცოტა ხნით სამუშაოსგან რომ მომეწყვიტა, ხშირად ყვავილების საფასურის გადახდაც მიწევდა.
დევ კუმარი ლოტოსის თაიგულით დგას
დილეპ ჰაჯრა წყლის წაბლის ყვავილებს ყიდის
სიკანტო პავანი კლიტორიათი ვაჭრობს
რამდაიალ იადავი წითელ ქათმისქოჩორას ყიდის
ს.კ. ბაღათი ჩინური ტუხტით ვაჭრობს
ატულ დუბი ვაჭრობს ყვითელი ხავერდათი
გორელალ დასი – მეწამული ჯიჯლაყათი
მოვაჭრეთა უმეტესობა მხოლოდ ბენგალურ ენაზე ლაპარაკობს. ზოგი იქ არალეგალურად იმყოფება, შესაბამისად, მათი ნდობის მოპოვება ადვილი არ იყო. თუმცა, საბოლოოდ მე და ჩემმა ასისტენტმა ადგილობრივების დახმარებით, გადაღების უფლებაც მივიღეთ.
ბაზრის ტერიტორია ძალიან გადატვირთული იყო, ამიტომ ისეთ სუფთა კადრებს ვერ მივიღებდი, მე რომ მომწონს. სწორედ ამის გამო, მოვაჭრეები მდინარე ჰუგლის (განგის შენაკადი) ფონზე გადავიღე. მზის სინათლისა და სმოგის ნაზავის დასაფიქსირებლად, ფოტოებს შუადღეს ვიღებდი. მკვეთრი შუქის შესარბილებლად, სტუდიური ფილტრიც გამოვიყენე.
8 დღის განმავლობაში, დაახლოებით, 55 მოვაჭრის გადაღება მოვახერხე. თითო პორტრეტისთვის 10-15 წუთამდე საკმარისი აღმოჩნდა. თითქოს არც ისე ბევრია, მაგრამ ისე ცხელოდა, გვეგონა, დავიწვებოდით. ყოველი დღის ბოლოს სასტუმროში მიწევდა დაბრუნება ტანსაცმლის გამოსაცვლელად.
ამ სერიის მიზანი სტერეოტიპების მსხვრევაა. ხალხს ჰგონია, რომ ინდოეთში ყველა ღარიბი და უბედურია. ამ გზით, მე შევეცადე საპირისპირო დამემტკიცებინა.