
მიჯნური უფლისწული
გამრავლების სეზონის დასაწყისში მამრი უკანა კიდურებით წყალთან ახლოს ხავსით ბინას ძერწავს და მდედრს უხმობს
ის მეწყვილეს სიყვარულის ბუდეს უშენებს და სერენადებით ეარშიყება. ოჯახს ქმნის და შემდეგ შთამომავლობას უვლის. მდედრები კი ერთმანეთის მიყოლებით იზიარებენ მის სარეცელს.
რაც მეტი შთამომავლობა ეყოლება სამხრეთულ ბაყაყს (Pseudophryne corroboree), მით მეტი იქნება ავსტრალიის ერთ-ერთი უიშვიათესი ამფიბიის გადარჩენის შანსი.
გამრავლების სეზონის დასაწყისში მამრი უკანა კიდურებით წყალთან ახლოს ხავსით ბინას ძერწავს და მდედრს უხმობს. მდედრი 15-38 კვერცხს დებს, რასაც მამრი პირდაპირ ანაყოფიერებს სპერმით. მდედრი მიდის, მამრი კი რჩება; სეზონზე ათამდე მდედრს იტყუებს. ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში მამრი ბუდეში რჩება, სანამ შემოდგომა-ზამთრის წვიმების შემდეგ, თავკომბალები გამოიჩეკებიან.
გვალვა და ხანძრები ჰაბიტატს ანადგურებენ, ქიტრიდიომიცეტს (სოკო) შეუძლია მანამდე მოკლას სამხრეთული ბაყაყი, სანამ ის რეპროდუქციულ ასაკს მიაღწევს. ამჟამად ველურ ბუნებაში დაახლოებით 50-ია შემორჩენილი. 2014 წელს მელბურნისა და სიდნეის „ტარონგას“ ზოოპარკების ინიციატივით საბუდარ ადგილებში ასობით კვერცხი განთავსდა მომღერალი მიჯნურების შენარჩუნების იმედით.
საარსებო გარემო
კოსციუშკოს ეროვნული პარკის სუბალპური რეგიონები (ავსტრალია)
სტატუსი
გადაშენების ზღვარზე მყოფი
საინტერესო ფაქტი
ბაყაყის კანი გამოიმუშავებს მტაცებლებისთვის შხამიან ალკალოიდებს.