ვინ:
ავსტრალიელი ფოტოჟურნალისტი სკოვრანოვა; მისი სპეციალიზაციაა ადამიანებისა და გარემოს მოკლე ამბების გადმოცემა
სად:
Cabbage Tree Bay-ის ნაკრძალი ავსტრალიაში, სიდნეისთან ახლოს
რა:
ფოტო გადაღებულია Olympus E-M5 Mark II-ის 9-18 მმ-იანი ობიექტივით
ამბავი:
სკოვრანოვას ფოტოები ხშირად ქვეყნდება @natgeo-ს ინსტაგრამის გვერდზე. იგი ამბობს, რომ აღფრთოვანებულია ქალებში დანახული ძალით, სიმსუბუქითა და მეგობრულობით. მისი თქმით, ამ ქიმიის წყალობით თბილი და შთამაგონებელი ფოტოები გამოდის. სკოვრანოვა წყალქვეშა ფოტოგრაფიაზე კონცენტრირდება და გადაღებისას, ჟანგბადის მოწყობილობის გამოყენების ნაცვლად, სუნთქვას იკავებს. ერთ დღეს სიდნეიში, შელის სანაპიროსთან ცურავდა. მან შენიშნა, თუ როგორ მხიარულობდა და ყვინთავდა ქალების ჯგუფი. „ერთმანეთის წახალისება და სიმსუბუქე ქალთა ლამაზი თვისებაა“.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia