
მისი რობოტები ინფორმაციას გვაწვდიან
ლენგი კომპანია OpenROV-ის თანადამფუძნებელია, რომელიც ოკეანეებს დისტანციური მართვის აპარატებით იკვლევს. კომპანია დრონებით ამარაგებს პროექტებს
„ვცდილობთ, მოყვარული მეცნიერები შევაიარაღოთ და ოკეანის დამცველთა წინა რიგებში ჩავაყენოთ“, ამბობს National Geographic-ის დამწყები მკვლევარი დევიდ ლენგი.
ლენგი კომპანია OpenROV-ის თანადამფუძნებელია, რომელიც ოკეანეებს დისტანციური მართვის აპარატებით იკვლევს. კომპანია დრონებით ამარაგებს პროექტებს.
ყოველ დრონს სპეციფიკური მისია აქვს – კალიფორნიის სანაპიროს სახეობათა ცვლილების მონიტორინგი თუ ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული გემებისა და სიცოცხლის უძველესი ნაშთების ძიება.
წყალქვეშა რობოტები ზღვებისა და ოკეანეების ხმელეთიდან შესწავლის საშუალებას მოგვცემს და დაგვეხმარება იმის უფრო მკაფიოდ დანახვაში, თუ რა უნდა დავიცვათ ან რატომ.