მიწების მიტაცება
ეს კორპორაცია მდინარე ლიმპოპოს შესართავთან გადაჭიმულ მინდვრებზე, 20 000 ჰექტარზე მეურნეობას აშენებს


მიწების მიტაცება
ეს კორპორაცია მდინარე ლიმპოპოს შესართავთან გადაჭიმულ მინდვრებზე, 20 000 ჰექტარზე მეურნეობას აშენებს
„ჩემთვის არაფერი უთქვამთ, უბრალოდ, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ტრაქტორმა ჩემს მინდორში ყველაფერი გადახნა. „მაჩამბა“ (სამეურნეო მიწა) დავკარგეთ, კომპენსაციაც არავისთვის გადაუხდიათ!“
ტრაქტორმა ჯერ ბანანის ხეები გადახნა, შემდეგ სიმინდის ნათესები, ბოლოს ლობიო, ბატატი და მანიოკი. რამდენიმე წუთში შაი-შაის (მოზამბიკი) მახლობლად ნახევარი ჰექტარი ფართობის ნაკვეთი, რომელიც ფლორა ჩირიმესა და მის ხუთ შვილს კვებავდა, ჩინურმა კორპორაციამ ჩაყლაპა. ეს კორპორაცია მდინარე ლიმპოპოს შესართავთან გადაჭიმულ მინდვრებზე, 20 000 ჰექტარზე მეურნეობას აშენებს.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვანბაოს აფრიკის სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის გამო, ათასობით ადამიანმა სარჩო დაკარგა და ეს ყველაფერი მოზამბიკის მთავრობის ხელდასხმით მოხდა. ამ კომპანიას ადგილობრივი ფერმერების უფლებების უგულებელყოფის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ყველაფერი დიდმა ინვესტიციებმა გადაწონა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.