მიწის ანარეკლები
მე-19 საუკუნის წამყვან ფოტოგრაფებთან შედარებით, მორელი ანტიკვარიატის მოყვარულია, რადგან გამოსახულების მიღების ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მექანიზმს - „კამერა-ობსკურას“ იყენებს


მიწის ანარეკლები
მე-19 საუკუნის წამყვან ფოტოგრაფებთან შედარებით, მორელი ანტიკვარიატის მოყვარულია, რადგან გამოსახულების მიღების ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მექანიზმს - „კამერა-ობსკურას“ იყენებს
ამ სტატიაში ტომ ო’ ნილი საინტერესო ფოტოგრაფს გაგაცნობთ. ეს აბელარდო მორელია, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ ადამიანებს დასავლეთის ბუნების სიდიადეს დაანახებდა. სწორედ ფოტოგრაფებმა გაუთქვეს სახელი ამერიკის დიდებულ ეროვნული პარკებს.
მე-19 საუკუნის წამყვან ფოტოგრაფებთან შედარებით, მორელი ანტიკვარიატის მოყვარულია, რადგან გამოსახულების მიღების ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მექანიზმს – „კამერა-ობსკურას“ იყენებს. 90-იანი წლებიდან მორელი ოპტიკის პრინციპებს შორის ყველაზე მთავარს მიმართავს: ვიწრო ხვრელიდან სინათლის ფოკუსირებას ბნელ ზედაპირზე. თავიდან ამრეკლავი სიბრტყე ოთახი იყო და ქუჩების, ხიდებისა და მინდვრების გამოსახულებათა პროეცირებას კედლებსა და იატაკზე ახდენდა. ფოტოაპარატით იგი სიურრეალისტურ, ორმაგი გამოსახულების სურათებს იღებდა. მორელი იმავე მეთოდით მუშაობს, ოღონდ ახლა ფონად მიწას იყენებს – ასე უხეშსა და ბუნებრივს.
ამიტომ, მას ყველა ეროვნულ პარკში თავისი „კამერა-ობსკურა“ აქვს გამართული. ასე იქმნება მორელის თვალით დანახული ბრაიდლვეილის ჩანჩქერის ნაცნობი პეიზაჟი – ტილოზე დახატული წიწვების, ბალახებისა და სარეველების ზღაპრული ხედი. „ერთგული მოხუცი“ – ხრეშისა და ტოტების უკან ისე მკრთალად ჩანს გეიზერი, გეგონება დანისლულ მინაში იხედები. ფოტოგრაფირების ამ ორიგინალურ მეთოდს დეტალურად ჩვენი ჟურნალის ოქტომბრის ნომერში გაეცნობით.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.