მიწის მცველები
აქაური ყოველდღიურობა მდიდარ ტრადიციებსა და რესურსების მოპოვების სირთულეებზეა აგებული.


მიწის მცველები
აქაური ყოველდღიურობა მდიდარ ტრადიციებსა და რესურსების მოპოვების სირთულეებზეა აგებული.









სოფლური ყოფიდან ტურისტულ საქმიანობაზე გადასვლით მასაი ახალგაზრდები მომავალს ფეხს უწყობენ და ამავდროულად ტრადიციებსაც ინარჩუნებენ.
(მარცხნივ) კენიის სოფელ ორბომაში მასაის ტომის ხალხს ტურისტები სტუმრობენ, რომლებიც თანხის სანაცვლოდ ეცნობიან ადგილობრივ ტრადიციებს, მაგალითად „ადუმუს“, ანუ ახალგაზრდა მამაკაცთა რიტუალურ ხტუნვით ცეკვას. ბიჭები პოტენციურ საცოლეზე შთაბეჭდილების მოსახდენად ერთმანეთს სიმაღლეზე ხტომაში ეჯიბრებიან. ტურისტები იმას იღებენ, რის სანახავადაც ჩამოვიდნენ, მასაის ტომის ხალხი კი თემის სარჩენ სახსრებს შოულობს.
(მარჯვნივ) ნაირობის დასავლეთით მდებარე კოიაკის ტურისტული გიდების სკოლაში სტუდენტები მანქანის მართვის გამოცდისთვის ემზადებიან. რამდენიმე ათეული მომავალი გიდი, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი სტიპენდიით სწავლობს, საფარის გიდობის ყველა ასპექტს, მძღოლობით დაწყებული, პირველადი დახმარების ჩათვლით, ერთწლიანი სასწავლო კურსის ფარგლებში ეუფლება.



რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს მეტი მიწა, საწვავი და საკვები სჭირდებათ? ტყეები ნახშირად იქცევა, ცხოველებს კი ბრაკონიერები ანადგურებენ.
(მარცხნივ) კენიაში ნიაკვერის ტყე ადრე სათემო მიწას წარმოადგენდა და 2000 კვადრატული კილომეტრი ბუნებრივი ტყის მასივით იყო დაფარული, მაგრამ შემდეგ მასაებმა მომთაბარე ცხოვრება შეწყვიტეს და იქ მუდმივად დასახლდნენ. ტყიანი მიწა მეჯოგე ხალხს დიდად არაფერში ადგება, ამიტომ, საძოვრებისა და ნახშირის მისაღებად, ისინი ხეებს ჭრიან და წვავენ. აღმოსავლეთ აფრიკის ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის 80% საკვების დასამზადებელი ენერგიის წყაროდ ნახშირს იყენებს.
(მარჯვნივ) „მარას სპილოების პროექტის“ წარმომადგენელი, კენიაში დაბადებული მარკ გოსი, ფრანცის პეენკო (ეკრანისკენ უთითებს) და მარას ნაკრძალის სხვა რეინჯერები ბრაკონიერების საპოვნელად თერმული კამერით აღჭურვილ დრონს უშვებენ. ბრაიან ჰითი (მარჯვნიდან პირველი) ნაკრძალის ხელმძღვანელია.
