მიწისქვეშა თბილისი
ფოტოგრაფის ობიექტივში საბჭოთა პერიოდის მიწისქვეშა თბილისი მოექცა.

მიწისქვეშა თბილისი
ფოტოგრაფის ობიექტივში საბჭოთა პერიოდის მიწისქვეშა თბილისი მოექცა.
მიწისქვეშა დედაქალაქი, რომლის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ბევრს არ გვინახავს.
დიდი ხანია ვიცი, რომ თბილისის ქვეშ კიდევ ერთი თბილისია და მისი ხილვისა და გადაღების სურვილი მუდამ მქონდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა პროექტის „მიწისქვეშა თბილისი” განხორციელება და ჩვენი დედაქალაქის დაფარული ნაწილის შესახებ პატარა გამოძიების წარმოება. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირი ცივი ომისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და ამისთვის საკმაოდ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა გამოყოფილი. ცნობილია, რომ თბილისში 450-მდე ბუნკერია, ერთ-ერთში შემონახული სამართავი პულტი კი გვამცნობს საქართველოს იმ ქალაქების სახელებს, რომლებიც ასევე ემზადებოდნენ ომისთვის.

რამდენიმე ადგილის შესახებ ვიცოდი, ზოგს კი კვლევის პერიოდში მივაგენით ჩემმა მეგობრებმა და მე. როგორც წესი, ასეთ ადგილებს დამახასიათებელი ნიშნები და განლაგება აქვთ, შესაბამისად, დაკვირვებული თვალისთვის მათი იდენტიფიცირება რთული არ არის.
ბუნკერებში გახიზნულებს აირწინაღები იმ შემთხვევაში დასჭირდებოდათ, თუ სავენტილაციო სისტემა გამოვიდოდა მწყობრიდან ან ბირთვული თუ ბიოლოგიური შეტევის დროს იქაურობის დატოვება მოუწევდათ
თბილისის ცენტრში მეტროს მესამე ხაზის გვირაბი „რუსთაველი 2“. გვირაბს ამ დროისთვის დანიშნულება არ აქვს, გამოიყენება როგორც დამატებითი ნაგებობა და მეთვალყურეობის ქვეშაა
ბუნკერი №424. ცნობილია, რომ თბილისის ქვეშ დაახლოებით 450 ბუნკერი არსებობს. ეს კონკრეტული თბილისის შემოსასვლელში მდებარეობს და თავდაცვითი დანიშნულება აქვს
ეს ბუნკერი თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური საავადმყოფოს ქვეშაა; ის 150 კაცზეა გათვლილი და მძიმედ დაჭრილებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა 1990-იან წლებში ამ თავშესაფარმაც დაკარგა დანიშნულება
თბილისის ცენტრში არსებულ ბუნკერში დღემდეა შემორჩენილი სამართავი პულტი, რომლის საშუალებითაც ბირთვული ომის შემთხვევაში საქართველოს სხვა ქალაქებთან უნდა დამყარებულიყო კავშირი. ღილაკებზე ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად ყველა ქალაქის სახელის ამოკითხვა შეგვიძლია.

დღეს ამ თავშესაფრების უმეტესობას ფუნქცია აქვს დაკარგული და გასული საუკუნის 90-იანი წლებში ძარცვის შედეგად ძირითადად კედლებიღაა დარჩენილი, თუმცა ჩემთვის ცნობილ მისამართებს მაინც არ ვასაჯაროებ, რადგან ხშირია ვანდალიზმის ფაქტები და არ მინდა დაზიანდეს ის, რაც აქამდე გადარჩა. გადარჩენილი ობიექტების გარკვეული ნაწილი სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშაა და იქ მოსახვედრად სპეციალური ნებართვის აღებაა საჭირო. ვინაიდან ასეთ ადგილებში სრული სიბნელეა, განათების დაყენება თავად მიწევდა. ვცდილობდი, RGB განათების ვარიაციებით მიმეღწია მხატვრული და საინტერესო ეფექტისთვის და, ამასთანავე, მაქსიმალურად გადმომეცა ის რეალური, ერთგვარად მისტიკური გარემო, რომელიც მსგავს ობიექტებთან ასოცირდება და რომელიც თბილისის მიწისქვეშეთში მოგზაურობას ახლდა.