
მხატვრული უწესრიგობა სუფრაზე
2016 წელს მკვლევრებმა კორნელის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შეისწავლეს 1500-2000 წლების პერიოდში ოჯახური სადილების ამსახველი ევროპული და ამერიკული ნახატები
სოციალურ მედიაში ხშირად გვხვდება მოხატული კაპუჩინო, ოსტატურად მომზადებული და გაფორმებული ჰამბურგერი. ეს ტენდენცია ძველი მხატვრების დროიდან იღებს სათავეს.
2016 წელს მკვლევრებმა კორნელის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შეისწავლეს 1500-2000 წლების პერიოდში ოჯახური სადილების ამსახველი ევროპული და ამერიკული ნახატები. ტილოებზე დელიკატესებსაც იხილავთ. მხატვრულად სიმდიდრის ან მხატვრის ნიჭის წარმოსაჩენად უფრო აწყობდნენ სუფრას, ვიდრე იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი საკვების საჩვენებლად.
მე-20 საუკუნეში ამგვარი ილუსტრაციები შემცირდა, თუმცა სოციალურმა მედიამ კვლავ გამოაცოცხლაო, ამბობს ლაბორატორიის დირექტორი და კვლევის ავტორი, ბრაიან უანსინკი. „თუმცა ის ახლოსაც ვერ მივა 500 წლის წინანდელ პერიოდთან, როდესაც ილუსტრირებული საკვების სიხშირე და მასშტაბები უსაზღვრო იყო“, ამბობს ამ კვლევის ავტორი და ლაბორატორიის დირექტორი ბრაიან უანსინკი.