მკვლელის დევნა
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბავშვის სიკვდილს რამდენიმე ათასი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვებოდა


მკვლელის დევნა
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბავშვის სიკვდილს რამდენიმე ათასი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვებოდა
2013 წლის დეკემბერში, გვინეის სოფელ მელიანდოუში პატარა ბიჭუნა იმ საზარელი დაავადების ათვლის წერტილად იქცა, რომელიც სამ ქვეყანაში აფეთქდა და მთელ პლანეტაზე შფოთი, შიში და დავა გამოიწვია.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბავშვის სიკვდილს რამდენიმე ათასი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვებოდა. ემილ ოუამუნოს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები – მაღალი სიცხე, შავი განავალი, ღებინება, შესაძლოა, რომელიმე სხვა დაავადების, მათ შორის – მალარიის კლინიკური სურათიც ყოფილიყო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: აფრიკის სოფლებში ბავშვები ხშირად დაუდგენელი ციებისა და ფაღარათის გამომწვევი დაავადებებისგან იღუპებიან. მალე ბიჭუნას დაც დაიღუპა, შემდეგ დედა და ბებია, სოფლის ბებიაქალი და ექთანი. გადამდები სენი მელიანდოუდან სამხრეთ გვინეის სხვა სოფლებშიც გავრცელდა. ეს იყო თითქმის სამი თვით ადრე, ვიდრე სიტყვა „ებოლა“ გვინეასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ინტერნეტ-გზავნილებში მოწმენდილ ცაზე მეხივით გა-ვარდებოდა.
ემილ ოუამუნოს გარდაცვალებისას, მელიანდოუში არც დედაქალაქ კონაკრიდან ჩამოსული ექიმები და არც ვირუსულ დაავადებათა უცხოელი ექსპერტები არ იმყოფებოდნენ…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.