ჰალუცინაცია არ გეგონოთ, ეს სოკო მართლაც ელვარებს. ავსტრალიის ზომიერი სარტყლის ტყეებში, შემოდგომის წვიმების შემდეგ, ეს ბაზიდიუმიანი სოკო (Omphalotus nidiformis) მთელი დღის განმავლობაში სუსტად ელვარებს. შეუიარაღებელი თვალით მკრთალი ცისფერი ნათება ჩანს, ხოლო სიბნელეში, ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაღებულ ფოტოზე, მწვანედ ანათებს. თუ რა სარგებელი მოაქვს ბიოლუმინესცენციურობას ამ სოკოსთვის, ჯერაც უცნობია.