მოციქულთა ნაკვალევზე
ურწმუნო თომად ცნობილი მოციქული თომა ერთ-ერთი იყო თორმეტ მოწაფეთაგან, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ახალი სარწმუნოების გასავრცელებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარიგზავნა


მოციქულთა ნაკვალევზე
ურწმუნო თომად ცნობილი მოციქული თომა ერთ-ერთი იყო თორმეტ მოწაფეთაგან, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ახალი სარწმუნოების გასავრცელებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარიგზავნა
ინდოეთში, სამხრეთის შტატ კერალის ქალაქ პარურში, დიდ ახალ ეკლესიაში ოქროს ლუსკუმაში ცერა თითის ფრჩხილისოდენა ფერდაკარგული ძვლის ფრაგმენტი ასვენია.
მინაწერი გვამცნობს, რომ ის წმინდა თომას ეკუთვნის. გადმოცემით, 52 წელს თომამ ინდოეთში პირველი ქრისტიანული ეკლესია აქ დაარსა.
ურწმუნო თომად ცნობილი მოციქული თომა ერთ-ერთი იყო თორმეტ მოწაფეთაგან, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ახალი სარწმუნოების გასავრცელებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარიგზავნა. მას შეუერთდნენ პეტრე, ანდრია, იაკობი (ზებედეს ძე), იაკობ ალფესი, იოანე, ფილიპე, ნათანიელ-ბართლომე, მათე, თადეოსი, სვიმონი და მატათა, რომელმაც იესოს მოწაფე და მისი გამცემი იუდა ისკარიოტელი შეცვალა. დიდი ხნის შემდეგ, ტერმინები „მოციქული“ და „სამოციქულო“ (წარმოიშვა ბერძნული სიტყვისგან – „აპოსტოლოს“, რაც „წარგზავნილს“ ნიშნავს) ღვთის სიტყვის სხვა გამავრცელებელთა მიმართაც გამოიყენებოდა. პავლემ თავს თვითონვე უწოდა მოციქული, ირწმუნებოდა, რომ მას უფალი გამოეცხადა და საღმრთო მისია დააკისრა. მარიამ მაგდალენელიც მოციქულად იწოდება, რადგან მან მოწაფეებს ქრისტეს აღდგომა აუწყა. სინამდვილეში ოთხი მახარებლიდანაც კი მხოლოდ ორი – მათე და იოანე იყვნენ ჭეშმარიტი მოციქულები. მარკოზი და ლუკა მოციქულებად სახარების დაწერის გამო მიიჩნევიან.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.