
მოდაშია ინვაზიური სახეობები
მოდის მიზანი კონსერვაცია და ცნობიერების ამაღლებაა, ამბობს ნიუ-ორლეანელი კრი მაკრი
ნიანგისა და ხბოს ტყავი მოდაში აღარაა. მოდურია ინვაზიური სახეობების მასალა.
მოდის მიზანი კონსერვაცია და ცნობიერების ამაღლებაა, ამბობს ნიუ-ორლეანელი კრი მაკრი. მისი სამოსი სამხრეთამერიკული – ნუტრიის ტყავისგანაა შეკერილი (ნუტრიამ გაანადგურა ლუიზიანის ჭარბტენიანი ტერიტორიები). პარიზელი მონიკა იაროშის თაყვანისმცემელთა არმია აღტაცებულია გომბეშო აგას ტყავის სამაჯურებით (ამფიბია სამხრეთ ამერიკიდან ავსტრალიაში გასული საუკუნის 30-იან წლებში შეიყვანეს).
გარემოსდამცველების საპირისპიროდ, იაროშისა და მისი თანამოაზრეებისთვის მავნებლების პროდუქტად ქცევა „რეცირკულაციის“ ავანგარდული ფორმაა.