
მომაკვდინებელი მახიდან ხელოვნების ძვირფას ნიმუშამდე
პარკის ჩრდილოეთით არსებული სოფლები ყველაზე ღარიბულია უგანდაში, ამიტომ მახეების დაგება ხშირად გაჭირვებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკვების მოპოვების ხერხია.
ჩრდილო-დასავლეთ უგანდაში, მერჩისონის ჩანჩქერის ეროვნულ პარკში, კონსერვაციონისტი ბიოლოგი ტუტილო მუდუმბა, მისი კოლეგები და უგანდის ველური ბუნების სამსახურის თანამშრომლები თვეში ორჯერ ცხოველებისთვის დაგებულ მახეებს ანადგურებენ. ბრაკონიერები ამ პარკში იმაზე უფრო მეტ არალეგალურ მახეს აგებენ ყოველ კვ. კმ-ზე, ვიდრე დედამიწის ნებისმიერ სხვა წერტილში.
ანტილოპებისთვის, აფრიკული კამეჩისა ან მეჭეჭებიანი ღორისთვის დაგებულ მახეში ხშირად ჟირაფები, სპილოები და სხვა ველური ცხოველები ებმებიან. პარკის ჩრდილოეთით არსებული სოფლები ყველაზე ღარიბულია უგანდაში, ამიტომ მახეების დაგება ხშირად გაჭირვებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკვების მოპოვების ხერხია. 2015 წლიდან National Geographic-ის მკვლევარი და არაკომერციული ორგანიზაციის Snares to Wares (“ხაფანგიდან ნაკეთობამდე“) თანადამფუძნებელი მუდუმბა ადგილობრივი თემის წევრებს ასაქმებს. ორგანიზაცია სოფლის მცხოვრებლებს მახეების მავთულებისგან ცხოველების ფიგურების დამზადებას ასწავლის. ახალი უნარების გამომუშავებასთან ერთად, ხელოსნებს ნაკეთობების გაყიდვით შემოსავალიც გაუჩნდათ. “საკვების ალტერნატიული წყაროს გარდა, ეს ადგილობრივების წახალისების საშუალებაცაა“, – ამბობს მუდუმბა. ორგანიზაცია 600 ოსტატს და ყოველ თვეში დაახლოებით 800 საზღვარგარეთ გაყიდულ სკულპტურას ითვლის.

მახეების აღმოჩენა
თითო გასვლაზე გუნდი ხშირად 200-მდე მახეს აგროვებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა პარკის ბინადარი ცხოველების სკულპტურებად გარდაქმნის.