მომავლის ლიბია
ლიბია 10 000 წლის განმავლობაში იზიდავდა ახალმოსახლეებსა თუ დამპყრობლებს


მომავლის ლიბია
ლიბია 10 000 წლის განმავლობაში იზიდავდა ახალმოსახლეებსა თუ დამპყრობლებს
ლიბიელები ათწლეულების მანძილზე უძლებდნენ იმ დიქტატორის რეჟიმს, მათი წარსული რომ დაამახინჯა. შორეულ წარსულში კი ლიბია – ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ეს ოდესღაც უზარმაზარი კულტურული და ეკონომიკური სიმდიდრის მქონე ქვეყანა ზღვის იქითა სამყაროსგან იზოლირებული, სულაც არ იყო (როგორც დღეს). დიდი ხნის მანძილზე ის ვაჭრობის, ხელოვნებისა და სოციალური კონტაქტებისკენ დაუცხრომლად ისწრაფოდა.
დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი ლეპტის მაგნა, რომაულ არქეოლოგიურ ძეგლებს შორის ყველაზე უფრო შთამბეჭდავი ქალაქი, ერთ დროს თვით ძველ რომაელებს ამარაგებდა ხორბლითა და ზეთისხილით. ლიბია 10 000 წლის განმავლობაში იზიდავდა ახალმოსახლეებსა თუ დამპყრობლებს. ადგილობრივი მოსახლეობა თითოეულ ახალ ტალღას ისრუტავდა და ასე თანდათანობით ყალიბდებოდა ლიბიური ინდივიდუალიზმი და ქვეყნის მდიდარი ისტორია იწერებოდა.
1969 წელს კი ლიბიის „სამეფო ტახტზე“ მუამარ კადაფი ადის. ამ მომენტიდან საძმოს ლიდერის „სახელოვანი“ მმართველობის პერიოდი და ლიბიის ისტორიის თავიდან გადაწერა იწყება. ქვეყნის ხელსაყრელ ადგილმდებარეობას (აფრიკის ჭიშკარი ევროპაში) და ნავთობის უდიდეს მარაგს „ქვიშა ფარავს“. ინოვაციისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება იხშობა. კადაფიმ ზღვა ტრიპოლიდან უკან დასწია, ზღვის ფსკერი ქვიშით აავსო და პალმის ხეები დარგო, რითაც მსოფლიოს უჩვენა, რომ ლიბიამ ხმელთაშუა ზღვისპირეთს ზურგი აქცია.
სრული ვერსია წაიკითხეთ თებერვლის ნომერში.