
მოუცილებელი შავი ჭირი
ბოლო 20 წლის განმავლობაში შავი ჭირის 5000 შემთხვევა დაფიქსირდა
“შავი სიკვდილი” წარსულს არ ჩაბარდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში შავი ჭირის 5000 შემთხვევა დაფიქსირდა. 2013 წელს ის იმ სნეულებათა ჩამონათვალში მოხვდა, რომლებმაც ხელახლა იჩინეს თავი. „დიდ აფეთქებას არ უნდა ველოდოთ, თუმცა შავი ჭირი მღრღნელების პოპულაციებში ვრცელდება“, – ამბობს კენ გეიჯი. მღრღნელების სიკვდილის შემდეგ მათი ინფიცირებული რწყილები შესაძლოა ახლოს მოსახლე ადამიანებზე გადავიდნენ. ყველაზე მეტი საშიშროება აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებშია, თუმცა შემთხვევები ნებისმიერ რეგიონში შეიძლება დაფიქსირდეს, სადაც ადამიანები და მღრღნელების პოპულაციები ერთად ცხოვრობენ. დღეს შავი ჭირი სასიკვდილო განაჩენი აღარაა. ის ანტიბიოტიკებით იკურნება, მაგრამ გეიჯის თქმით: „თუ დიაგნოზი 4-5 დღეში არ დაისვა, პროგნოზი, შესაძლოა, სამწუხარო იყოს“.