მოვიდა დრო რომ ცოტა გავისაუბროთ
ეს დელფინი აფალინები ჰონდურასის სანაპიროსთან, ერთ კუნძულზე საკურორტო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ როატანის საზღვაო მეცნიერების ინსტიტუტში (RIMS) ბინადრობენ


მოვიდა დრო რომ ცოტა გავისაუბროთ
ეს დელფინი აფალინები ჰონდურასის სანაპიროსთან, ერთ კუნძულზე საკურორტო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ როატანის საზღვაო მეცნიერების ინსტიტუტში (RIMS) ბინადრობენ
მთავარი მწვრთნელი, ტერი ტერნერ ბოლტონი ორ ზრდასრულ მამრ დელფინს უყურებს. ჰექტორსა და ჰანს წყლიდან დინგები ამოუყვიათ და ბრძანებას მოუთმენლად ელიან. ეს დელფინი აფალინები ჰონდურასის სანაპიროსთან, ერთ კუნძულზე საკურორტო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ როატანის საზღვაო მეცნიერების ინსტიტუტში (RIMS) ბინადრობენ. ისინი ნიჭიერი მსახიობები არიან: ბრძანების მიღებისთანავე ჰაერში სპირალურ ბრუნს აკეთებენ, წყლის ზედაპირზე კუდით დადგებიან და უკანსვლით მიდიან. კვირაში რამდენჯერმე კი სამოგზაურო ლაინერებით ჩამოსულ ტურისტებს მკერდის ფარფლების ქნევით ესალმებიან.
თუმცა RIMS-ის მეცნიერებს ის უფრო აინტერესებთ, როგორ აზროვნებენ დელფინები და არა ის, თუ რის გაკეთება შეუძლიათ წვრთნების საშუალებით. ხელით გაცემულ ნიშანზე „შეარჩიე რამე“, ჰექტორმა და ჰანმა იციან, რომ საკუთარი რეპერტუარის ათზე მეტი მანევრიდან თავად უნდა ამოირჩიონ ერთ-ერთი და შეასრულონ. ამავე დროს, იციან, რომ ერთი და იგივე მანევრი არ უნდა გაიმეორონ სანახაობის მიმდინარეობისას…
სრული ვერსია წაიკითხეთ მაისის ნომერში.