
მშფოთვარე მოგზაურობა
500 წელი გავიდა დედამიწის ირგვლივ პირველი მოგზაურობიდან, რომელმაც მაგელანი და ექსპედიციის ხუთი ხომალდიდან ოთხი იმსხვერპლა.
1522 წელს ესპანეთში, პორტს დაზიანებული ხომალდი მიადგა ბორტზე ეკიპაჟის 18 ღონემიხდილი წევრით. 240 მეზღვაურის თავდაპირველი შემადგენლობიდან მხოლოდ ისინი გადარჩენილიყვნენ. სამი წლით ადრე ესპანეთის ახალგაზრდა მეფემ, კარლოს I-მა, ძვირფასი მიხაკისა და მუსკატის მოსაპოვებლად წყნარი ოკეანის კუნძულებისკენ ახალი გზების საკვლევი ექსპედიციის კაპიტნად ფერდინანდ მაგელანი დანიშნა – გამოცდილი პორტუგალიელი მეზღვაური, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა, რომ დედამიწა მრგვალია. 1519 წელს დაიძრა ხუთი ხომალდი, რომელსაც 500 ტონამდე სხვადასხვა სახის სანელებელი უნდა შეეგროვებინა. ეკიპაჟი შემხვედრ მკვიდრ მოსახლეობას ხან სამართლიანად, ხან კი სასტიკად ეპყრობოდა. მაგელანი ფილიპინებში კუნძულის დაპყრობის მცდელობას შეეწირა. ერთადერთი გადარჩენილი ხომალდი სამშობლოს სანელებლების მცირე რაოდენობით, მაგრამ ამასთანავე დაუგეგმავი მიღწევით დაუბრუნდა – მტკიცებულებით, რომ დედამიწა მრგვალია.
ვრცლად იხილეთ სექტემბრის ნომერში