
მშვიდობის თესვა
„ბაბან გონა“ ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა მცირე ფერმერების შემოსავლის ზრდაა
აფრიკის ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას საკუთარი თავის გამოკვება არ შეუძლია. მიუხედავად 35 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწისა, ნიგერია მეტწილად იმპორტირებულ სურსათზეა დამოკიდებული. ახალგაზრდების 25% უმუშევარია. სწორედ, მოსახლეობის ამ ნაწილით ივსება „ბოკო ჰარამის“ მსგავსი ექსტრემისტული დაჯგუფებები.
„ბაბან გონა“ („დიდი ფერმა“)ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა მცირე ფერმერების შემოსავლის ზრდაა. ფერმის ხელმძღვანელი წარმოშობით ნიგერიელი, ამერიკელი კოლა მაშაა. მისი აზრით, ეს ახალგაზრდების შეიარაღებულ დაჯგუფებებში რეკრუტირების პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
„ბაბან გონას“ მსგავსი პროგრამები მთელ კონტინენტზე იწყება. „ნიგერიას უყურებენ, როგორც ტენდენციის შემქმნელს“, – ამბობს ეველინ ოჰანვუსი, პროექტ „აგრომეწარმეობის“ ხელმძღვანელი, რომელსაც ტროპიკული აგროკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტი მართავს. ამ პროექტის მოდელის გამოყენებით, მომავალ 5 წელიწადში, აფრიკის განვითარების ბანკი 30 ქვეყანაში 1,5 მილიონი ახალგაზრდის დასაქმებას გეგმავს აგრობიზნესში.