ვინ:
რომან თოლორდავა, 42 წლის ჩხოროწყუელი ფოტოგრაფი. მისთვის მნიშვნელოვანია ცხოველთა და ფრინველთა გადაღება მათსავე ბუნებრივ გარემოში
სად:
ფოტო გადაღებულია სამეგრელოს ველურ ბუნებაში
რა:
NIKON D3.
ლინზა: NIKOR 80-400მმ
ამბავი:
ჩვენი ფრთოსანი მეგობრებისთვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდია სუსხიანი ზამთარი. მათ ბევრი სირთულის გადალახვა სჭირდებათ საკვების მოსაპოვებლად – ყოველი ლუკმა ძვირფასია და სიცოცხლის გახანგრძლივებას ნიშნავს.
ჩვენი გმირი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა – ყინვასა და ავდარში შეძლო მსუყე ლუკმის მოპოვება, ფოტოს ავტორმა კი მისი გადაღება აფრენის მომენტში მოახერხა. ამ კადრში კარგად ჩანს აფრენის მომენტისთვის დამახასიათებელი ელეგანტური და დაძაბული პოზა. ქათქათა თოვლს კი ლამაზად ეხამება შტოშის ხასხასა წითელი და ნიბლიას ლამაზი შეფერილობა.
ადამიანის მიერ ფრინველთა ბუნებრივი ჰაბიტატის ათვისებამ საფრთხის წინაშე დააყენა ათობით სახეობა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემორჩა ადგილები, სადაც ფრინველებს ბუნებრივ გარემოში შეუძლიათ არსებობა.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge