მტაცებელი მცენარე
საფრთხის შესახებ შეტყობინებები მაშინვე არ აღწევს კოლონიას, ასე, რომ მცენარე წყნარად სადილობს
ბრისტოლის უნივერსიტეტში ბიოლოგმა ულრიკე ბაუერმა კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ ნექტრის გამომყოფ, დოქის ფორმის ტროპიკულ მცენარეს – ნეპენტესს სარჩოს მოპოვების ოსტატური მეთოდი აქვს.
დოქის მშრალი ფერსო თითქოს უსაფრთხო ნავსაყუდელია ნექტრის მაძიებელი ჭიანჭველების კოლონიისთვის. თუმცა, ტროპიკული კლიმატისას ხშირად წვიმს და ნეპენტესის მოლიპული ზედაპირი სასიკვდილო ხაფანგად იქცევა.
საფრთხის შესახებ შეტყობინებები მაშინვე არ აღწევს კოლონიას, ასე, რომ მცენარე წყნარად სადილობს. თუმცა არის ერთი დაბრკოლებაც: ასეთი სტრატეგია მხოლოდ იმ მცენარისთვის გამოდგება, რომელიც სოციალური ტიპის მწერებს მოსწონთ.