
მთის სახეები
ლუპით დათვალიერებისას ჩანს, რომ ერთი წყვილი მზიან ფერდობებზე დღის გასატარებლად განსაკუთრებით მომზადებულა
ამ ფოტოზე მოლაშქრეთა ჯგუფი რეინირის მთაზე (ვაშინგტონის შტატი) მყინვარის ნაპრალის კიდესთან პოზირებს. ეს ფოტო ჟურნალმა 1919 წელს მიიღო. ლუპით დათვალიერებისას ჩანს, რომ ერთი წყვილი მზიან ფერდობებზე დღის გასატარებლად განსაკუთრებით მომზადებულა: მზისგან დამცავი საცხი სახეზე ბლომად წაუსვამთ.
„გიდები მოგცემენ შესაბამის აღჭურვილობას, რა თქმა უნდა, ფერად სათვალეებსა და სახის დამცავ საცხს, რაც აუცილებელია თოვლიან ველებზე ლაშქრობისთვის, – განმარტებულია აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის გზამკვლევში, – თუ კარგად არ მოემზადებით, მაღალ მთაში სიამოვნების იმედი ნუ გექნებათ“.