
მტრედები ფრენის გეგმებს აწყობენ
ფრინველებმა ორი მოძრაობა გამოიყენეს, რომლებსაც მკვლევრებმა „პაუზა“ და „მოკეცვა“ უწოდეს
ფრენისას მტრედები შენობებსა და სხვა დაბრკოლებებს შორის ოსტატურად მიიკვლევენ გზას. დევიდ უილიამსმა და მისმა კოლეგებმა (ჰარვარდის უნივერსიტეტი) გამოიკვლიეს, როგორ ახერხებენ ისინი შეჯახების თავიდან აცილებას.
თავიდან უილიამსი ველურ მტრედებს ცარიელ დერეფანში წვრთნიდა. შემდეგ დერეფნის შუალედებში ვერტიკალური ბოძები განათავსა და ფრინველთა ფრენის კურსის ცვლილება გადაიღო. ფრინველებმა ორი მოძრაობა გამოიყენეს, რომლებსაც მკვლევრებმა „პაუზა“ და „მოკეცვა“ უწოდეს. „დაპაუზება“ უკეთესი იყო სიმაღლის ეფექტურად შესანარჩუნებლად, ფრთების მოკეცვისას კი, ფრინველები ვიწრო ნაპრალებში გაძრომას ახერხებდნენ.