მუდამ ახალგაზრდა, მაგრამ მომაკვდავი
აქსოლოტლი ყოველთვის ინარჩუნებს ახალგაზრდობას და დაკარგული კიდურების რეგენერაციაც შეუძლია, მაგრამ მეხიკოს ჰაბიტატის დაკარგვასთან გამკლავება უფრო რთული აღმოჩნდა.
მუდამ ახალგაზრდა, მაგრამ მომაკვდავი
აქსოლოტლი ყოველთვის ინარჩუნებს ახალგაზრდობას და დაკარგული კიდურების რეგენერაციაც შეუძლია, მაგრამ მეხიკოს ჰაბიტატის დაკარგვასთან გამკლავება უფრო რთული აღმოჩნდა.
ეხიკოს მოდურ უბანში ლუდსახარშ „Monstruo de Agua“-ს ეზოს ახალგაზრდების ხმაური ავსებს, რომლებიც შებოლილი ავოკადოს სევიჩესთან ერთად აქსოლოტლის გამოსახულებიანი ეტიკეტით დამშვენებულ კრაფტ-ლუდს შეექცევიან.
ამ ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი აქსოლოტლი თავის ემბლემად აქცია, რათა მექსიკის საზოგადოება დაეფიქრებინა, ამბობს მისი დამფუძნებელი მატიას ვერა-კრუს დუტრენიტი. „თუ კარგი პროდუქტი გვექნება, მან შეიძლება კარგი ელჩობა გაუწიოს აქსოლოტლს“, – ამბობს იგი.
ამ სალამანდრას სახელი ეწოდა ცეცხლისა და ჭექა-ქუხილის აცტეკთა ღმერთის, შოლოტლის (Xolotl) პატივსაცემად. ეს ცხოველი მექსიკური კულტურის სიმბოლოს წარმოადგენდა საუკუნეთა განმავლობაში. „Monstruo de Agua“ კი ესპანური თარგმანია ძველი აცტეკების ენაში არსებული სიტყვისა „Axolotl“, რაც ზღვის ურჩხულს ნიშნავს.
ერთ დროს აქსოლოტლი ფართოდ იყო გავრცელებული მეხიკოს გარშემო ზღვის დონიდან მაღლა მდებარე ტბებზე, თუმცა ახლა ისინი მხოლოდ რამდენიმე შიდა არხში გვხვდებიან შოჩიმილკოს ტბის სიახლოვეს, სადაც მაქსიმუმ 1000 ინდივიდი შეიძლება აღირიცხებოდეს. ამ პატარა პოპულაციას უამრავი საფრთხე ემუქრება: წყლის დაბინძურება, ინვაზიური კობრი და ტილაპია, პირველ რიგში კი – ჰაბიტატის დაკარგვა.
რაც უფრო მცირდებოდა გასულ ათწლეულში პოპულაციის რიცხოვნობა, მით უფრო იზრდებოდა საზოგადოებრივი ცნობიერება. დღეს აქსოლოტლი გვხვდება ონლაინთამაშებსა თუ ახალ ორმოცდაათპესოიან ბანკნოტზე.
ამ ფართო აღიარების მიუხედავად, ლუის სამბრანო, აქსოლოტლის ექსპერტი მეხიკოს ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში, სკეპტიკურადაა განწყობილი, თუ რამდენად შეცვლის რეალურ მდგომარეობას ახალი კანონი ან აქსოლოტლის პოპულარიზება. „მსოფლიოში მილიონობით აქსოლოტლია [ტყვეობის პირობებში]“, – ამბობს სამბრანო, მაგრამ „ჩვენ გვჭირდება ჰაბიტატი“ – ეს კი ურთულესი ამოცანაა ფართოდ გაშლილ მეტროპოლისში 22 მილიონი მოსახლით, ამბობს იგი.
(მარცხნივ) 2021 წლის ივნისში 6-ზოლიანი ხიდის მშენებლობამ შოჩიმილკოს წყალ-ჭაობის ნაწილი გაანადგურა. გარდა იმისა, რომ შოჩიმილკო ჰაბიტატს უქმნის აქსოლოტლს, ის აძლიერებს მეხიკოს კლიმატისადმი მედეგობას დატბორვების შემცირებითა და ტემპერატურის რეგულირებით.
(მარჯვნივ) კარლოს სუმანო (ქვემოთ, მარჯვნივ) ფერმერებთან განიხილავს წყლის ხარისხის შემოწმების შედეგებს. ნიმუშები აიღეს აქსოლოტლის თავშესაფრად გამოყოფილ ტერიტორიაზე. ურბანიზაციისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურებიდან მომდინარე დაბინძურება ემუქრება სოფლის მეურნეობასაც და აქსოლოტლსაც.
განსხვავებით სხვა სალამანდრებისგან, რომლებიც მეტამორფოზს განიცდიან, აქსოლოტლი მუდმივად ლარვულ, მოზარდობის სტადიაზე რჩება – ამ მოვლენას ნეოტენია ეწოდება. აქსოლოტლი ხშირი საკვლევი ობიექტია ბიოლოგებისთვის, რადგან მას შეუძლია დაკარგული ან დაზიანებული კიდურების, გულის, ზურგის ტვინისა და თავის ტვინის ზოგიერთი ნაწილის რეგენერაციაც – თანაც, ეს ყველაფერი მუდმივი ნაწიბურების გარეშე. რადგანაც დანაწიბურება ხელს უშლის ქსოვილის ხელახლა გაზრდას, იმის გაგება, თუ როგორ ან რატომ არ რჩება ნაიარევი აქსოლოტლს, შეიძლება დაგვეხმაროს, გზა გავუხსნათ ქსოვილის რეგენერაციის უნარს ადამიანებში.
მათი სინორჩის მახასიათებელია ფაფარივით გაშლილი ლაყუჩები, აპკიანი ფეხები და ზურგის ფარფლი მთელი სხეულის გაყოლებაზე. ლაყუჩებს ზრდასრულ ასაკშიც ინარჩუნებენ, თუმცა ფუნქციური ფილტვებიც აქვთ და კანითაც სუნთქავენ. პირის კონტური კი ისეთი აქვთ, რომ საყვარელ ბავშვურ გამომეტყველებას მონა ლიზას ღიმილიც ემატება. ეს ტკბილი ღიმილი უცებ შეიძლება „მტვერსასრუტად“ გადაიქცეს, როდესაც ჭამის დრო დგება.

1993 წელს მექსიკის მთავრობამ მოქმედება დაიწყო აქსოლოტლის ჰაბიტატის დასაცავად და 215 ჰექტარ ტერიტორიაზე დააარსა შოჩიმილკოს ეკოლოგიური პარკი და მცენარეთა ბაზრობა. მაგრამ პროგრესი ნელა მიმდინარეობდა: ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურები და ურბანიზაცია კვლავაც აბინძურებს აღნიშნული ტერიტორიის დიდ ნაწილს, ამბობს სამბრანო.
სწორედ ამიტომ სამბრანომ და მისმა კოლეგებმა ტყვეობაში მცხოვრები სალამანდრებისთვის დროებითი ტბორები მოაწყვეს. ცოტა ხნის წინ ლაბორატორიაში გამრავლებული აქსოლოტლის 11 წყვილი სამ ტბორში გაუშვეს უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე. შედეგები დამაიმედებელი აღმოჩნდა: თერთმეტიდან შვიდმა წყვილმა კვერცხები დადო და გამოჩეკილი ნაშიერები ჯანმრთელები იყვნენ.
ეს, ტყვეობაში მყოფი ინდივიდები დამზღვევი პოპულაციის როლს ასრულებენ ველურ ბუნებაში მობინადრე აქსოლოტლებისთვის.
„ჩინამპების“ ირგვლივ არსებული არხები სასიცოცხლო ჰაბიტატს უქმნის აქსოლოტლს, თუმცა ამ კუნძულთა უმეტესობა მიტოვებულია მას შემდეგ, რაც ტრადიციული მეურნეობა მიივიწყეს.
ფერმერი მცენარეულ კულტურებს წინაპართა მეთოდით რგავს „ჩინამპაში“, რომელიც ხელოვნური სასოფლო-სამეურნეო კუნძულია და პრეესპანურ პერიოდს უკავშირდება. ნოყიერ ტალახს იღებენ არხის ფსკერიდან და კრავენ კვადრატულ ფორმად, რომელშიც თესლს ათავსებენ და შემდეგ რგავენ.
ჯოვანი სანტანა სალათის მოსავალს იღებს „ჩინამპაში“. აქსოლოტლის დასაცავად საუნივერსიტეტო პროგრამა მუშაობს ფერმერებთან, რათა მათ გამოიყენონ ნაკლები პესტიციდი, გადაერთონ ბუნებრივ სასუქზე და მოაწყონ ფილტრები არხის წყლის გასაწმენდად თუ ინვაზიური თევზების შესაკავებლად.
შოჩიმილკოს ზონაში ურბანიზაცია შეიჭრა და სულ უფრო მეტი სახლი შენდება. ჰაბიტატის დაკარგვა უმთავრესი საფრთხეა აქსოლოტლისთვის.
„ტრახინერა“ ტოვებს კალტონგოს რაიონს. ეს ნავები შოჩიმილკოს მთავარი ტურისტული სანახაობაა. „ტრახინერა“ იტევს 20 ადამიანს, მომარაგებულია საკვებითა თუ სასმელით და ნავზე მარიაჩის შესრულებულ ცოცხალ მუსიკასაც მოუსმენთ.
„ტრახინერას“ წვავენ 2021 წლის დემონსტრაციისას, რომელიც აპროტესტებდა ურბანულ გაფართოებას მეხიკოს ისტორიულ ცენტრში. სამუშაო შესაძლებლობათა ნაკლებობის მიზეზით უამრავმა ფერმერმა მიატოვა სოფლის მეურნეობა და ტურიზმის ინდუსტრიაზე გადაერთო.
აქსოლოტლი დიდ როლს ასრულებს მექსიკურ კულტურაში. შოჩიმილკოში პირამიდაზე გაშვებულია მისი გამოსახულების პროექცია, რომლის ფონზეც თეატრალური წარმოდგენა უნდა გაიმართოს.
მდედრ აქსოლოტლს მეხიკოს გამრავლების პროგრამის ფარგლებში ზრდიან, რათა ველურ ბუნებაში ამ წყლის სალამანდრის გაქრობის შემთხვევაში მათი ადგილობრივი პოპულაცია შეავსონ.

შოჩიმილკოს რაიონის მკვიდრი დიონისიო ესლავა სანდოვალი საკუთარი ძალებით ცდილობს საკითხის მოგვარებას. იგი აღადგენს პრეესპანურ „ჩინამპებს“ – ხელოვნურ სასოფლო-სამეურნეო კუნძულებს, რომელთაც გარს არტყამს დაბინძურების გამფილტრავი ვიწრო არხები. „ჩინამპები“ ხელსაყრელ ჰაბიტატს უქმნის აქსოლოტლს, თუმცა დღეს მათი 95% არაპროდუქტიულია – ბარდითაა დაფარული ან მიტოვებულია მას შემდეგ, რაც ტრადიციული მეურნეობა მიივიწყეს.
ერთ მოწმენდილ დილას ნავით ვესტუმრეთ სანდოვალის ახალაღდგენილ „ჩინამპას“. ერთ დროს ის „უზარმაზარ სანაგვეს“ წარმოადგენდა, ახლა კი 185 კვ. მეტრზე გაშენებული მეურნეობაა, სადაც სტაფილო, ნიორი, ბროკოლი და სხვა მცენარეული კულტურები იზრდება.
ეს „ჩინამპა“ მასპინძლობს 11 აქსოლოტლსაც, რომლებიც სანდოვალმა თავისი სასოფლო-სამეურნეო კუნძულის ურთიერთდაკავშირებულ არხებში გაუშვა, სადაც ორი მოწყობილობა ფილტრავს მძიმე ლითონებსა და სხვა დამაბინძურებლებს, ასევე, არ უშვებს კობრსა და ტილაპიას.
სანდოვალი იმედოვნებს, რომ ამ მეთოდებს მეტი ადამიანი მიმართავს მომავალში. მისი თქმით, „მთავარია, ინტერესი მატულობს“.
National Geographic Society-ს მიზანია მსოფლიოს საოცრებათა გაშუქება და დაცვა. ეს ორგანიზაცია აფინანსებს ლუის ანტონიო როხასის პროექტს.