ქარში აფრიალებული თმა და მეთევზის ნავი სიმშვიდით ავსებს ონუკის კუნძულის ამ პეიზაჟს. გრიგალს გარინდების წუთი და ცისარტყელა მოჰყვა.
ეს ფოტო 2011 წლის National Geographic-ის ყოველწლიური ფოტოკონკურსის გამარჯვებულია. კონკურსზე წარდგენილი ფოტოსურათების რაოდენობა 20 000-ს აჭარბებდა. ისინი 130-ზე მეტი ქვეყნიდან იყო გამოგზავნილი. ჟიურიმ შეარჩია ჯორჯ ტაპანის ფოტო, როგორც ადგილის კატეგორიაში საუკეთესო. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ngphotocontest.com