
მწვანეობა იოლია
გენეტიკოსებმა ჯერ კიდევ არ იციან, რამ გამოიწვია მუტაცია
კუტკალიების ზოგიერთი სახეობა შესაძლოა მუტანტია, რადგან მე-18 საუკუნის 70-იანი წლებიდან (მათი აღმოჩენის დრო) მოყოლებული, სავარაუდოდ, გენეტიკური ცვლილება განიცადეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინაპარი ალბათ მწვანე იყო, ახლა ნაპოვნია ხასხასა შეფერილობის მქონე ხაზებიც (ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი).
გენეტიკოსებმა ჯერ კიდევ არ იციან, რამ გამოიწვია მუტაცია. ენტომოლოგები ფიქრობენ, რომ ფერები ერითრიზმის (ალბინიზმის მსგავსი მოვლენის) სიმპტომია.
ნიუორლეანის ოდიუბონის ინსექტარიუმში წაგრძელებულფრთიანი კუტკალიების (ზემოთ) შეჯვარების ცდებმა გამოავლინა, რომ მწვანე რეცესიული ნიშანია და კარგი შეგუებაა გადარჩენისთვის. შემდეგ მოდის ყვითელი და ნარინჯისფერი, რადგან ეს ფერები კანის ბოლო გამოცვლამდე არ ვლინდება. ვარდისფერი (დომინანტური ნიშნის) კუტკალიები დაბადებიდანვე ვარდისფერნი არიან. ამიტომ, გადარჩენის ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ – გარემოში ვერ იმალებიან და ადრეულ ასაკშივე ადვილი ნადავლები ხდებიან.