მზეს მოფარებული ადგილი – FIND ME
ფოტო კონკურსიდან „მოძრაობა და მოგზაურობა − ყველაფერი კავშირშია“
ვინ:
ზაქარია ჭელიძე, 37 წლის
სად:
გუდაური
რა:
FUJI XT 2
JUPITER 135 მმ f 3,5
ამბავი:
Your Shot – საქართველოს უკანასკნელი ფოტოკონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ვთხოვეთ, ჩვენთვის გაეზიარებინათ კადრი, რომელიც ასახავდა მოგზაურობას, მოძრაობას და იმას, რაც მათ ამ კონკრეტულ ადგილთან აკავშირებდა. ზაქარია ჭელიძის ნამუშევარმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჟიურის წევრებზე და პირველი ადგილიც დაიმსახურა: „მზეს მოფარებული ადგილიდან ვიწყებ სვლას მონიშნულ ტერიტორიაზე, ისევ ხესთან მივდივარ და სხვა კუთხიდან ვუყურებ. ვფიქრობ იმაზე, კავშირშია თუ არა მოძრაობა და მოგზაურობა? – პანდემიის პერიოდში ბედნიერი დღეების მოგონებებით ვმოძრაობ და ძალიან მინდა, ამ მოძრაობას მალე დავამატო თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა. მოგზაურობა ხომ ჰაერივით სჭირდება ხელოვანს და, ზოგადად, ნებისმიერ ადამიანს. შეიძლება სევდიანია ჩემი კადრი და სიტყვები, მაგრამ მიჭირს იმ დისტანციის ატანა, რომელიც პანდემიამ დაგვიწესა“, – წერს ზაქარია.
გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge