მზის ენერგიის ხელოვნება
ვერტმფრენიდან ფოტოების გადაღებით, ჩემი მიზანია, ვაჩვენო, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყაროს სილამაზე თავისი ფორმებითა და ჩრდილებით, ასევე, თუ როგორ ეწერება ის ლანდშაფტში
მზის ენერგიის ხელოვნება
ვერტმფრენიდან ფოტოების გადაღებით, ჩემი მიზანია, ვაჩვენო, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყაროს სილამაზე თავისი ფორმებითა და ჩრდილებით, ასევე, თუ როგორ ეწერება ის ლანდშაფტში
გარემოსდაცვით პრობლემებს ადვილად ვამჩნევთ, მაგრამ როგორია მათი გადაჭრის გზები? პროექტით, რომელიც ტონოპასთან (ნევადა) ახლოს მდებარე მზის ენერგოსადგური „ნამგალა დიუნების“ საჰაერო გადაღებას გულისხმობდა, შევეცადე მეჩვენებინა ადამიანთა სწრაფვა უფრო მდგრადი მომავლისკენ.
ყოველთვის მაინტერესებდა ბუნებისა და ადამიანის საქმიანობის გადაკვეთის წერტილები. როგორც კი მიწის რესურსს ვიყენებთ, ჩვენ შორის მაშინვე წარმოიშობა კონფლიქტი – ხშირად უჩინარი. მივეჩვიეთ სმარტფონების, ავტომობილებისა და კომპიუტერების იმედზე ყოფნას, თუმცა მათ დასამზადებლად, დედამიწის ამოწურვად რესურსებს ვიყენებთ.
ვერტმფრენიდან ფოტოების გადაღებით, ჩემი მიზანია, ვაჩვენო, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყაროს სილამაზე თავისი ფორმებითა და ჩრდილებით, ასევე, თუ როგორ ეწერება ის ლანდშაფტში. თუმცა, მზის ენერგიის გამოყენების პროგრესული იდეაც კი მიწის გამოყენებას ითხოვს.
განახლებადი ენერგოპროექტები ადამიანის პრაქტიკულობისა და ამავე დროს, მისი მეოცნებე ხასიათის კარგი მაგალითია. ეს სერიაც ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევის ვიზუალური კვლევაა.