მზით ნაბეჭდი
მზით ნაბეჭდი სურათი შუალედია ფოტოსა და ნახატს შორის,
დაბალანსებული ლაქებითა და ფორმებით.

მზით ნაბეჭდი
მზით ნაბეჭდი სურათი შუალედია ფოტოსა და ნახატს შორის, დაბალანსებული ლაქებითა და ფორმებით.
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში რამე მატერიალურისა და ხელშესახების შექმნის სურვილი უჩნდება ადამიანს. ფოტოგრაფიაში სხვადასხვა დროს გამოყენებული ამა თუ იმ მეთოდის შესწავლისას ჩემი ყურადღება მიიპყრო ბრიტანელი მეცნიერის, ჯონ ჰერშელის მიერ 1842 წელს შექმნილმა ტექნოლოგიამ, რომელსაც „მზით ნაბეჭდი“ ეწოდება.
ჩვეულებრივ, ფოტოს ბნელ ოთახში ვბეჭდავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა: ფოტოები მზის შუქით იბეჭდება და რაც უფრო ძლიერია ნათება, მით უფრო სწრაფია პროცესიც.
ტუჩის თეფში მურსის ტომისთვის ყველაზე დამახასიათებელი სამკაულია. მას სილამაზით გამორჩეულებს უკეთებდნენ, რომ ისინი ნაკლებად მომხიბვლელნი ყოფილიყვნენ და არ მოეტაცებინათ.
კარო, იგივე კარას ტომი, ყველაზე მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია ეთიოპიაში. ომოს ხეობაში დღეს ამ ტომის სულ სამ ათასამდე წარმომადგენელი ცხოვრობს.
ყურადღების მისაქცევად მურსის ტომის ხალხი სხვადასხვა მორთულობას იყენებს. ტუჩის გახვრეტის მაგივრად ზოგს ყურებში აქვს თეფშები ჩადებული.
კაროს ტომისთვის ტანის მოხატვა ყოველდღიური რიტუალია. ნაცრის ან დაფხვნილი თეთრი ქვის გამოყენებით ერთმანეთს ახატავენ განსხვავებულ ორნამენტებს.
მურსის ტომისთვის სამკაული აუცილებელი ატრიბუტია. ისინი თავად აკეთებენ მძივებსა თუ სამაჯურებს და განსაკუთრებულად დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან.
ფოტოზე გამოსახულია მამაკაცი კაროს ტომიდან. გადაღებულია 2013 წელს ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთში, ომოს ხეობაში.

ქაღალდი სპეციალური ემულსიით იფარება, სხვადასხვა ზომის ფუნჯებით კი მასზე განსხვავებული მონასმების დატოვება შეიძლება. ლაქები დასაბეჭდი ფოტოს კომპოზიციის მიხედვით იქმნება.
ნეგატივისა და ფურცლის მზის შუქზე დასხივების შემდეგ ფირის გამჭვირვალე ადგილებში ულტრაიისფერი შუქი გაივლის და ლურჯ გამოსახულებას დატოვებს ფურცელზე. ლურჯი ფერის სეპიად გარდასაქმნელად ჩაი ან ყავა არაჩვეულებრივი საშუალებაა. სულ რამდენიმე საათში ნაბეჭდი ჟანგისფერი ხდება და ფოტოს კიდევ უფრო ვინტაჟური იერი ეძლევა. მზით ნაბეჭდი სურათი შუალედია ფოტოსა და ნახატს შორის, დაბალანსებული ლაქებითა და ფორმებით.