ვინ:
რომის მკვიდრი ფოტოჟურნალისტი, რომელიც ყურადღებას ადამიანებსა და ადგილებზე ამახვილებს
სად:
იტატირას მახლობლად, ბრაზილიის შტატ სეარაში
რა:
Canon EOS 5D Mark II 35-მილიმეტრიანი ლინზით
ამბავი:
წყლის, მარცვლეულის და სამშენებლო მასალის გადაზიდვით ვირები საუკუნეების მანძილზე უწყობდნენ ხელს ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთის განვითარებას. ურბანიზაციამ ვირების სამუშაოს გარეშე დარჩენა გამოიწვია. ათასობით ასეთი ვირი დაკლეს და მათი ტყავის ნედლეული ჩინეთში, ტრადიციულ მედიცინაში გამოსაყენებლად გააგზავნეს. თებერვალში ფედერალურმა რეგიონალურმა სასამართლომ ვირების დახოცვა დროებით შეაჩერა. 2015 წელს, ამ ხანგრძლივი ისტორიის გაშუქებისას კოენმა შეიტყო ბონეკოს შესახებ, რომლის მოხერხებულმა მფლობელმა ის მეფუტკრის უნიფორმიან ასისტენტად გადააქცია.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.